მთავრობამ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე გაათავისუფლა
მთავრობამ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე გაათავისუფლა - საქართველოს მთავრობის 20 აგვისტოს განკარგულებით პრეზიდენტს აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის, ზურაბ პატარაძის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადება წარედგინა.
ზურაბ პატარაძე აღნიშნულ პოსტს გასული 6 წლის განმავლობაში, 2018 წლის აგვისტოდან იკავებდა. მთავრობის განკარგულების თანახმად, პატარიძე პოსტიდან 2025 წლის 1 იანვრიდან გათავისუფლდება.
ზურაბ პატარაძე 2016-2018 წლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.
მსგავსი სიახლეები
31.10.26 21:35
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.