ერთიანობას შეუძლია, რომ ამერიკული სიკეთეები საქართველოში მოიტანოს - ვაშაძე
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დემოკრატიული კონგრესი გრძელდება და ერთიანობას შეუძლია, რომ ამერიკული სიკეთეები საქართველოში მოიტანოს.
ვაშაძის თქმით, მაღალანაზღაურებადი სამუშაოების გზა გადის 5 ნომრის, ერთიანობის მხარდაჭერაზე.
დემოკრატიული კონგრესი გრძელდება. ჩვენთვის პრიორიტეტი მსხვილ კომპანიებთან შეხვედრაა, რადგან ჩვენს გუნდს შეუძლია, რომ ამერიკული სიკეთეები საქართველოში მოიტანოს.
მნიშვნელოვანია აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა სხვა დონეზე, უფრო მაღალ დონეზე ავწიოთ, მაგრამ აქვე ყველაზე მნიშვნელოვანია შევქმნათ სამუშაო ადგილები, კონკრეტული ინვესტიციების წყარო, სწორედ ამერიკული ინვესტიციების დახმარებით.
ამაზე გვქონდა დღეს შეხვედრა, არა მხოლოდ კომპანიებთან არამედ ილინოისის, ვინსკონსინის გუბერნატორებთანაც, სადაც დიდი ინტერესია საქართველოსთან
მიმართებაში.რატომ?! იმიტომ, რომ საქართველოს აქვს შანსი, ნამდვილად თავისი ისტორიული ფუნქციის რეალიზების და მსხვილი კომპანიების მოზიდვის ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ თქვენთან ერთად.
მაღალანაზღაურებადი სამუშაოების გზა გადის 5 ნომრის მხარდაჭერაზე, ერთიანობის მხარდაჭერაზე“ - გიორგი ვაშაძე.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.