რუსეთი რჩება საქართველოს მეორე უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად - თაზო დათუნაშვილი
წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე და ქართული ეკონომიკა, რომელიც ოკუპანტ ქვეყანაზეა მიბმული - ამ თემის შესახებ საგანაგებო ბრიფინგზე "ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა თაზო დათუნაშვილმა და ლევან ჟვანიამ ისაუბრეს.
დათუნაშვილის განცხადებით, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება და მხოლოდ რუსეთზე საქართველოს ვაჭრობის 11,5% მოდის, რაც ჯამში მილიარდ ნახევარის ფარგლებში ბრუნავს.
"ოცნებამ" არ შეასრულა მისი არცერთი დაპირება 12 წლის მანძილზე. "ოცნება" ხელის შეუწყო რუსების მასობრივ შემოდინებას ამ ქვეყანაში, რაც ავტომამატურად ნიშნავს, ნაკლებ სამუშაო ადგილს, ნაკლებ მიწას და გაძვირებულ ფასებს ქართველი ხალხისთვის. საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა გამოქვეყნა საკმაოდ საგანგაშო სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც რუსეთი რჩება საქართველოს მეორე უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად. მხოლოდ რუსეთზე საქართველოს ვაჭრობის 11,5% მოდის, რაც ჯამში მილიარდ ნახევარის ფარგლებში ბრუნავს. გარდა იმისა, რომ რუსეთს სანქციების არიდებაში ვეხმარებით, ამის გარდა, საგანგაშოა პირველი ათეული სხვა ქვეყნები, რომელშც საგრძნობლად არის გაზრდილი ვაჭრობა, რაც პირდაპირ იმას მიანიშნებს, რომ საქართველო ჩართულია სანქციების გვერდის ავლის სქემაში რუსეთისთვის. მაგალითი არის, მაგალითად ავტომობილების რეექსპორტი. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დავასურლოთ 26 ოქტომბერს", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.