ბეჟაშვილი: “ქართულმა ოცნებამ” შექმნა ისეთი საარჩევნო გარემო, სადაც ტექნიკურად და იურიდიულად შეუძლებელია საარჩევნო ბლოკების შექმნა და ეს მათ შეგნებულად გააკეთეს

22.08.24 12:41
ბეჟაშვილი: “ქართულმა ოცნებამ” შექმნა ისეთი საარჩევნო გარემო, სადაც ტექნიკურად და იურიდიულად შეუძლებელია საარჩევნო ბლოკების შექმნა და ეს მათ შეგნებულად გააკეთეს

“ქართულმა ოცნებამ” შექმნა ისეთი საარჩევნო გარემო, სადაც ტექნიკურად და იურიდიულად შეუძლებელია საარჩევნო ბლოკების შექმნა და ეს მათ შეგნებულად გააკეთეს, რადგან ერთადერთი, რისიც ეშინია ივანიშვილს, ეს არის ქართველი ხალხის ერთიანობა. ამიტომაც ჩვენ, “ნაციონალური მოძრაობა” გამოვედით ინიციატივით, რომ შეიქმნას ერთიანობის კოალიცია, ერთიანობის პოლიტიკური პლატფორმა", - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა, საარჩევნო ბლოკებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, " დღეს საზოგადოების დაკვეთა ერთიანობა, ერთიანობით ივანიშვილის პარტიის დამარცხება და საქართველოსთვის ევროპული მომავლის მოპოვებაა".

“ქართულმა ოცნებამ” შექმნა ისეთი საარჩევნო გარემო, სადაც ტექნიკურად და იურიდიულად შეუძლებელია საარჩევნო ბლოკების შექმნა და ეს მათ შეგნებულად გააკეთეს, რადგან ერთადერთი, რისიც ეშინია ივანიშვილს, ეს არის ქართველი ხალხის ერთიანობა. ამიტომაც ჩვენ, “ნაციონალური მოძრაობა” გამოვედით ინიციატივით, რომ შეიქმნას ერთიანობის კოალიცია, ერთიანობის პოლიტიკური პლატფორმა, სადაც ყველა პარტიას, საზოგადო მოღვაწეს თუ პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანს ექნება საშუალება, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით - ერთიანობის პლატფორმა სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა და უახლოეს მომავალი კიდევ ვნახავთ რამდენჯერმე, რომელი პოლიტიკური ძალები შემოუერთდებიან ერთიანობის პლატფორმას. დღეს საზოგადოების დაკვეთა ერთიანობა, ერთიანობით ივანიშვილის პარტიის დამარცხება და საქართველოსთვის ევროპული მომავლის მოპოვებაა. დღეს, რეალურად, არჩევანი არის ივანიშვილის ხელისუფლებასა და ევროპას შორის, ამიტომ 26 ოქტომბერს მოსახლეობა არჩევანს გააკეთებს ევროპისა და ერთიანობის სასარგებლოდ”, - აცხადებს საპარლამენტო ფრაქცია ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ბეჟაშვილი.