ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომ რუსული კანონის ძალაში შესვლის საკითხს შევეწინააღმდეგოთ - ბეჟაშვილი
"ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ შევეწინააღმდეგოთ რუსული კანონის ძალაში შესვლის საკითხს" - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
ბეჟაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ბერკეტი არის მნიშვნელოვანი და პარტია კიდევ ერთხელ წარადგენს არგუმენტს, თუ რატომ უქმნის ეს კანონი საფრთხეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მაშინ, როდესაც ივანიშვილის პარტიას მიტაცებული აქვს სახელმწიფო, მიტაცებული აქვს სამართალდამცავი, სასამართლო სისტემები, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლო და ცესკო, როცა სერიოზული კითხვები არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს ამ შემადგენლობის მიმართ, ამის მიუხედავად, ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ შევეწინააღმდეგოთ რუსული კანონის ძალაში შესვლის საკითხს. ამისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს ბერკეტი არის მნიშვნელოვანი და ჩვენ კიდევ ერთხელ, საერთაშორისო საზოგადოებას და მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგენთ იმ არგუმენტებს, თუ რატომ არის ეს რუსული კანონი, რატომ უქმნის ის საფრთხეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და კონსტიტუციის 78-ე მუხლს და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ამ კანონის შეჩერებას. 26 ოქტომბერი კარგი შესაძლებლობაა, რომ საქართველომ რეფერენდუმის გზით გადაწყვიტოს, ამ ქვეყანას რუსული კანონის რუსული პერსპექტივა სურს თუ ევროკავშირში გაწევრიანება”, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ოპოზიციის მიერ “გამჭვირვალობის კანონის” საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით.
მსგავსი სიახლეები
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ შეთანხმება დაგმო
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე: შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, ბათილია