ვინ გეკითხებათ, ვისია ავტომობილი? თქვენისთანა ბრიყვებისთვის შეიძლება 500 ათასი ევრო ღირდეს... - კალაძე
კახი კალაძე ნახევარ მილიონ ევროდ შეფასებულ ავტომობილში - სოციალურ ქსელში კალაძის უახლესი ფოტო ვირუსულად გავრცელდა.
"გელენვაგენის" შავი იშვიათი კაბრიოლეტი კალაძეს დეკლარაციაში არ აქვს მითითებული. ახლა ჩნდება კითხვა, როდის შეიძინა, ან რამდენი გადაიხადა მერმა მდიდრულ ავტომობილში.
ეს კითხვები მერს "პირველებმა" დაუსვა. კალაძე წყობიდან გამოვიდა, ჩხუბი და ლანძღვა დაიწყო. საბოლოოდ კი მერის ბუნდოვანი პასუხიდან, "პირველებმა" ვერ მიიღო ზუსტი ინფორმაცია, ნახევრ მილიონიანი მანქანა კალაძეს ეკუთვნის, თუ ფოტოების გადასაღებად სხვისი მანქანა ითხოვა.
თქვენ ნუ იდარდებთ, არ იღელვოთ. ისედაც ბევრი გაქვთ სადარდებელი ისეთ მდგომარეობაში ხართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ აგიხსნით სად იმყოფებით, აგერ ნიკა გვარამია აგიხსნით, სად იმყოფებით და როგორ იმყოფებით. 500 ათასი რისი ღირებულება? ეგ ბრიყვებისთვის, თქვენისთანა ბრიყვებისთვის შეიძლება 500 ათასი ევრო ღირდეს ასეთი ავტომობილი. შეურაცხყოფაზე არ გადავდივარ, რეალობაზე ვსაუბრობ. რაც შეეხება ჩემს ავტომობილებს, რომელიც ჩემი საკუთრება არის, ყველა არის დეკლარაციაში მითითებული. რახან არ რის მითითებული, მაშინ არ ყოფილა ჩემი. თქვენ ვინ გეკითხებათ, ვისია ავტომობილი. რაში გაინტერესებთ, ვინ გეკითხებათ. მიხედეთ თქვენს საქმეს, ხომ ხედავთ რა მდგომარეობაში იმყოფებით", - ამბობს კალაძე.
მსგავსი სიახლეები
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ შეთანხმება დაგმო
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე: შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, ბათილია