"ასე მხოლოდ პუტინი იქცევა" - უსაფრთხოების ექსპერტები ივანიშვილის "შუშის აკვარიუმში" განმარტოებაზე

22.08.24 13:19
"ასე მხოლოდ პუტინი იქცევა" - უსაფრთხოების ექსპერტები ივანიშვილის "შუშის აკვარიუმში" განმარტოებაზე

"ასე მხოლოდ პუტინი იქცევა" - ასე აფასებენ უსაფრთხოების ექსპერტები ბიძინა ივანიშვილის შუშის აკვარიუმში განმარტოებას. "ოცნების" არგუმენტები, რომ თითქოს, ეს უსაფრთხოების მიზნებით იყო განპირობებული, გაუგებარია უსაფრთხოების ექსპერტებისთვის. 

ზვიად ჯგერნაია "პირველებს" ეუბნება, რომ უსაფრთხოების ასეთი ზომების მიღებას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

უსაფრთხოების ასეთი ზომების მიღებას და დაცვას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ეს შიეძლება მხოლდო და მხოლოდ შევადაროთ პუტინის მიერ საკუთარი უსაფრთხოებისთვის ზრუნვას, როდესაც ის კონფერენციებით, ლაივებით ერთვება. ის ზუსტად იგივენაირად ზრუნავს მის პირად უსაფრთხოებაზე, როგორც ბიძნა ივანიშვილი და აქაც ის ავლენს თავის რუსულ ხელწერას. ამაში არაფერია უჩვეულო, რადგანაც რუსეთის და საქართველოს ინტერესები თანხვედრაშია მანამ, სანამ ბიძინა ივანიშვილი და "ოცნება" იქნება ხელისუფლების სათავეში, ამიტომ ბიძინა ივანიშვილის ამოცანაც ეს არის, რომ მან გაიხანგრძლივოს თავისი ყოფა და იზრუნოს თავის პირად უსაფრთხოებაზე", -განაცხადა ზვიად ჯგერნაიამ.

ივანიშვილმა მოსახლეობას ტყვიაგაუმტარი აკვარიუმიდან მიმართა - მცხეთაში "ქართული ოცნების"  პარტიულ ღონისძიებაზე "პირველების" ყურადღება სცენაზე დამონტაჟებულმა ორმა ტრიბუნამ მიიქცია. 

ერთ ტრიბუნასთან სიტყვით "ოცნების" ყველა ლიდერი გამოვიდა, მეორე ტრიბუნასთან კი, რომელიც "ტყვიაგაუმტარ აკვარიუმში" იყო მოქცეული, ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა სიტყვით. 

ბიძინა ივანიშვილს მისივე თანაგუნდელებთან და ხალხთან დაჯავშნილი მინები ჰყოფდა. 2012 წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხალხთან შეხვედრის დროს ივანიშვილმა "ტყვიაგაუმტარი აკვარიუმი" გამოიყენა.

მსგავსი სიახლეები