ივანიშვილის "ტყვიაგაუმტარ აკვარიუმში" სიტყვით გამოსვლა სიმბოლოა, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება ერთეულ ადამიანებს აქვთ - დოლიძე
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე მცხეთაში, "ქართული ოცნების" პარტიულ ყრილობას ეხმაურება და აცხადებს, რომ ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა "ტყვიაგაუმტარ აკვარიუმში" დადასტურებაა იმისა, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება მხოლოდ ერთეულ ადამიანებს აქვთ.
ანა დოლიძე ამბობს, რომ "ივანიშვილი არც კი თვლის, რომ მის გარდა უსაფრთხოება ვინმეს უფლებაა და ვინმეს ეკუთვნის".
გუშინ მთელმა საქართელომ ნახა ჩვენი ქვეყნის ლიდერი, რომელიც პიროვნულად არის გარშემორტყმული შუშით. ეს არის სიმბოლო, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება აქვს მხოლოდ მას, მხოლოდ ერთ ადამიანს და იმ პატარა ჯგუფს, რომელიც მასთან არის დაახლოებული. უსაფრთხოება დანარჩენ საქართველოს არ გვაქვს. ივანიშვილი არც კი თვლის, რომ მის გარდა უსაფრთხოება ვინმეს უფლებაა და ვინმეს გვეკუთვნის", - ამბობს ანა დოლიძე.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.