კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერები გორში, რუსულ ოკუპაციასთან ყველაზე ახლო მდებარე ქალაქში, მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ.
ოპოზიცონერი ლიდერები მოქალაქეებს უხსნიან, რატომ არის საჭიროო 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა. მათ ასევე ჩატანილი აქვთ საარჩევნო პროგარამაც.
ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ისინი პირობას დებენ, რომ დაჩქარდება ევრო ინტეგრაციის პროცესი, შეიქმნება სამუშაო ადგილები, გაიზრდება პენსიები და შრომა ხალხს ღირსეულ პირობებში მოუწევთ.
გორში, ხაშურში და ქარელში ვხვდებით მოსახლეობას, ვეცნობით მათ პრობლემებს, ვთავაზობთ ჩვენს გადაჭრებს, და ყველა ერთად ვემზადებით დიდი, გადამწყვეტი ცვლილებებისთვის, რომელიც დაასრულებს რუსეთის მსახურ ხელისუფლებას, და ჩვენი საზოგადოებისთვის მოიტანს 1000-ლარიან პენსიას, 2000 სამუშაო ადგილს და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს არის ილიას და საქართველოს გზა, რადიკალურად განსხვავებული ბიძინას და რუსეთის გზისგან“, - განაცხადა გრიგოლ გეგელია.
ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე ცუცქირიძე აცხადებს, რომ მოსახლოებას სჭირდება ახალი სიტყვა, თუ როგორ წავიდეს მათი ცხოვრება წინ.
ვსაუბრობთ იმაზე, როგორ ვუშველოთ ადამიანების გასაჭირს და როგორ გაუმჯობესდეს ცხოვრება გორში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობელმა არის წყლის პრობლემა, რეგულარულად წყდება და თუ მოდის, ისიც ჭუჭყიანი. უამრავ სოფელში არ არის ამბულატორია, ნორმალური საბავშვო ბაღი, როგორია ამ ქალაქის მომავალი 3- 5 წლის შემდეგ, არავის ამაზე წარმოდგენა არ აქვს. ამ ქალაქს სჭირდება ახალი სიტყვა იმაზე, როგორ უნდა წავიდეს წინ“, - განაცხადა ცუცქირიძემ.
მსგავსი სიახლეები
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ შეთანხმება დაგმო
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე: შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, ბათილია