“როგორ მიატოვა “ოცნებამ“ “ევოლუშენის“ გაფიცული თანამშრომლები“ - ნაცვლიშვილი შრომის ინსპექციას უმოქმედობაში ადანაშაულებს

22.08.24 16:03
“როგორ მიატოვა “ოცნებამ“ “ევოლუშენის“ გაფიცული თანამშრომლები“ - ნაცვლიშვილი შრომის ინსპექციას უმოქმედობაში ადანაშაულებს

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი შრომის ინსპექციას კომპანია “ევოლუშენის“ გაფიცული თანამშრომელების მიმართ უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი წერილის მიუხედავად, უწყებამ ვერ შეძლო, პასუხი გაეცა იმ კითხვებზე, რაც საზოგადოებაში დაგროვდა.

ნაცვლიშვილის მტკიცებით, “ოცნების“ ხელისუფლებამ ეს ადამიანები მიატოვა და სწორედ ამის შედეგია ის, რომ მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს.

როგორ მიატოვა “ოცნების“ ხელისუფლებამ კომპანია ევოლუშენის გაფიცული თანამშრომლები, რომლებიც იბრძვიან საკუთარი შრომითი უფლებებისთვის და მოწმენი ვართ, როგორი დაუცველი და მიტოვებულები არიან ამ ქვეყანაში. 42 - დღეა მათი უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს და მათ მოუწიათ უკიდურესი ზომებისთვის მიერმართათ, ეს არის შიმშილობის გამოცხადება და გუშინ ახალგაზრდა ადამიანმა, პროტესტის ნიშნად, პირი ამოიკერა,“ოცნებამ“ ეს ადამიანები დატოვა მარტო. დღეს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ მინდა იცოდეს, მიუხედავად იმის, რომ ამ ქვეყანაში სამუშო ადგილები არ რის, იმ ადამიანებისთვის, ვინც შეძლებს იშოვოს სამსახური, ოფიციალურად შექმნილია სახელმწიფო უწყება, შრომის ინსპექცია, რომლის ბიუჯეტი მიდმინარე წელს არის 7 300 000 ლარი, და ხელმძღვანელს დაქვემდებარებაში ჰყავს 162 თანამშრომელი, მაგრამ როგორც ჩანს ამ უწყებისთვის საინტერესო არ არის, შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც კანონით აკისრია, შეამოწმოს რამდენად არიან ამ კომპანიაში დასაქმებული ადამიანები და მათი შრომითი უფლებები დაცული. 

2 აგვისტოს პარლამენტიდან ამ უწყების ხელმძღვანელის მისამართით გავგზავნე წერილი, და მოვითოხვე მისგან რეაგირება ამ უმწვავეს კრიზისზე, ასევე ვითხოვე ანგარიშის წარმოდგენა და ინფორმაციის გამოგზავანა, აკეთებს თუ არა არამეს ეს უწყება ამ ქვეყნის ისტორიაში უმწვავეს, უპრეცედენტოდ მასშტაბურ გაფიცვასთან დაკავშიორებით. არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, ამ 7 მილიონიანმა უწყებამ, პასუხიც კი ვერ მოამზადა“, - ამბობს ნაცვლიშვილი. 

ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ სახეზეა კიდევ ერთი საბიუჯეტო უწყება, რომელიც დაკისრებულ ფუნქციას ვერ ასრულებს.

მიჩნევს, რომ ჩვენ ვხედავთ რომ ოცნების პირობებში სახეზე გვაქვს კიდევ ერთი საბიუჯეტო უწყება, რომელიც ვერ და არ ასრულებს იმ ფუქციას, რომელიც კანონმა მიანიჭა. ეს ვერ და არ იქნება ამ უწყებაში დასაქმებული სხვა პირბის პასუხისმგებლობა, გარდა ხელმძრავნელისა, და იმ პოლიტიკური ხელმძღავნელობისა, რომელიც ამ უწყებას ჰყავს“, - აცხადებს ის. 

კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი გამოსავლის გზებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ დებს პირობას, რომ ეს ყველაფერი გახდება ამ ქვეყნის რეალობა, როცა, “ქართველი ხალხის ხელით დასრულდება რუსი ოლიგარქი და მის პატრონის მსახური ხელისუფლება.“

სად არის გამოსავალი, ჩვენ “ძლიერი საქართველო“, ამ გამოსავალს ვდებთ მთელი ქვეყნის წინაშე დ ეს აუცილებლად განხორციელედება არჩვენების შემდეგ. 1. ეს არის ხელისუფლება, რომლის მთავარი პრიორიტეტი იქნება ემსახუროს ამ ქვეყნის მოქალაქეებს, თითოეული სახელმწიფო ინსტიტუცია ჩააყენოს ამ ქვეყნის მოქალაქეების სამსახურში, და არა რუსი ოლიგარქის სამსახურში. 2 . ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტები , რომლებიც იმოქმედებს კანონით და არა პარტიული მითითებებით. 3. ეს არის ევროპული სტანდარტის დანერგვა ყველა სფეროში. 4. ეს არის სამუშაო ადგილების შექმნა. სამართლიანი ანაზღაურებით და შრომითი პირობებით და არა ისე, როგორც დღეს, 10 ათასობით ადამიანს უწევს, მოითმინოს ისეთი უფლებების დარღვევები, რომელსაც არავინ მოითმენს და დაუშვებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში.

ეს ყველაფერი აუცილებლად გახდება ამ ქვეყნის რეალობა მას შემდეგ, რაც ქართველი ხალხის ხელით დასრულდება რუსი ოლიგარქი და მის პატრონის მსახური ხელისუფლება და ამ ქვეყანას ეყოლება, ხელისუფლება, რომელიც საქართველოს მოქალქეების უფლებებს და ინტერესებს დააყენებს ყველაზე წინ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

Evolution Georgia-ს თანამშრომლები კომპანიას არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. მათ უწყვეტი პროტესტი 12 ივლისიდან დაიწყეს და არ აპირებენ შეწყვეტას, მანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. გაფიცულები ითხოვენ ხელფასის 100%-იან ზრდას, ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, სამედიცინო სივრცეს სამუშაო ტერიტორიაზე და სხვა. 

მსგავსი სიახლეები