ბევრჯერ ვნახეთ მათი მტრული ქმედებები, ვიცით მათი ბოროტი ოცნებები და სწორედ ეს უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბერს - მანჯგალაძე
“ბევჯერ ვნახეთ მათი მტრული ქმედებები, ვიცით მათი ბოროტი ოცნებები და სწორედ ეს უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბერს, რათა დადგეს ხალხის ოცნებების ასრულების დრო“,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ ქართველების ერთმანეთზე დაგეშვას და დაპირისპირებას ცდილობს.
რას ასხივებდა გუშინდელი მათი შეკრება გარდა შიშისა და სიყალბისა? რაზე ისაუბრა ივანიშვილმა შუშის გალიიდან? არცერთი სიტყვა არ ყოფილა იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც მართლა აწუხებს ხალხს. ისინი თესავენ სიძულვილსა და შიშს, ჩვენ კი მათ უნდა დავახვედროთ ერთიანობა.
ისინი ცდილობენ ქართველების ერთმანეთზე დაგეშვას, ჩვენს დაყოფას, ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ერთიანობა. ისინი ცდილობენ ხალხის გაჭირვება, უმუშევრობა, მაღალი ფასები გამოიყენონ თავის სასარგებლოდ, რომ კიდევ უფრო მეტმა ქართველმა დატოვოს საქართველო, ხმის ამომღები აღარავინ დარჩეს ქვეყანაში და ხალხი ძარცვონ! ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ მათი მტრული ქმედებები, ვიცით მათი ბოროტი ოცნებები და სწორედ ეს უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბერს რათა დადგეს ხალხის ოცნებების ასრულების დრო. არა მათ ბოროტ ოცნებებს, კი ერთიანობას და ხალხის გამარჯვებას”, - განაცხადა მანჯგალაძემ.
მსგავსი სიახლეები
როგორ ჩამოშალა წვიმამ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის 84 სართულიანი მშენებლობა - ახალი სკანდალი თავდაცვის ექს-მინისტრის გარშემო
კადრებში, რომელიც მოქალაქეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაიღეს, ჩანს, როგორ წყდება მიწის დიდი მასა და მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსსაძირკველი ეცლება.