დაჯავშნილი აკვარიუმი პანიკაში მყოფი ოლიგარქისთვის - ივანიშვილს დღეიდან ხალხი მხოლოდ ასეთ მდგომარეობაში ნახავს

22.08.24 20:01
დაჯავშნილი აკვარიუმი პანიკაში მყოფი ოლიგარქისთვის - ივანიშვილს დღეიდან ხალხი მხოლოდ ასეთ მდგომარეობაში ნახავს

დაჯავშნილი აკვარიუმი პანიკაში მყოფი ოლიგარქისთვის.  ბიძინა ივანიშვილს დღეიდან ხალხი მხოლოდ ასეთ მდგომარეობაში ნახავს -  ტყვიაგაუმტარი  მინების უკან, განმარტოებით. სპეციალური პანელები ჯავშნის 8 ფენით და ოლიგარქის თავზე აღმართული  ფოლადის ბადე. ეს იმ შემთხვევისთვის, ვინმემ რაიმე საგანი  რომ არ ესროლოს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს. უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომებს ოლიგარქი, საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე მიმართავს. იქ სადაც მას წესით არანაირი საფრთხე არ ემუქრება.   

შეშინებული ოლიგარქი უსაფრთხო ზონას წამითაც არ ტოვებს. მასთან მიახლოება იკრძალება, მათ შორის პარტიის ელიტისთვის. 2012 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ივანიშვილის ტრიბუნას ჯავშანი შემოარტყეს, თუმცა ერთი და მნიშვნელოვანი განსხვავებით. ტრიბუნა ოლიგარქისთვის ცალკე იდგა. “ქართული ოცნების“ მოკვდავი ლიდერებისთვის კი ცალკე, ყოველგვარი ჯავშანის გარეშე. უკვე დაგვიანონსეს, რომ ივანიშვილი დღეიდან ყველგან მხოლოდ საკუთარი ტყვიაგაუმტარი აკვარიუმით ივლის და მხარდამჭეებიც მას მხოლოდ შორიდან და მინის უკან ნახავენ.



რისი გამოხატულება იყო ოლიგარქის ამ ფორმით გამოჩენა - ნანუკა ქაჯაია აგრძელებს საუბარს

მსგავსი სიახლეები