არჩევნების წაგების შიში - ოლიგარქის გუნდი არჩევნებზე ქუდზე კაცს იძახებს

22.08.24 20:08
არჩევნების წაგების შიში - ოლიგარქის გუნდი არჩევნებზე ქუდზე კაცს იძახებს

არჩევნების წაგების შიშით შეპყრობილი ოლიგარქის გუნდი არჩევნებზე ქუდზე კაცს იძახებს. “ქართული ოცნების“ არაფრის მთქმელი  დაპირებები ქართველ ხალხს. 12-წლიანი მმართველობის შემდეგ პოლიტიკური ძალა, რომელსაც მეოთხე ვადით სურს ძალაუფლება, მოქალაქეებს უანონსებს, რომ ოპოზიციაზე შურს იძიებს. ეს იყო ერთადერთი და მთავარი დაპირება ადამიანებისთვის, ვინც “ოცნების“ მმართველობის პირობებში გაუსაძლის გაჭირვებაში ცხოვრობს.

12 წლის შემდეგ ოლიგარქის დაპირებების ნუსხიდან 100 ქარხანაც გაქრა და  უფასო ფულიც. დარჩა მხოლოდ ერთი- ოპოზიციის განადგურება. ივანიშვილი ამომრჩეველს ლამის ევედრება, რომ ხმა მისცენ, სამაგიეროდ ქვეყანაში რეპრესიებს დაიწყებს და  პოლიტიკურ ველს მოასუფთავებს.  სწორედ ამისთვის სჭირდება ივანიშვილს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამას არც მალავს.  არადა ხალხმა ოლიგარქის თამაშები უკვე გაშიფრა. ადამიანები, ვინც იძულებით მიიყვანეს გუშინდელ ღონისძიებაზე, პარტიული შეკრებიდან ერთმანეთის მიყოლებით გარბოდნენ.

დეტალები, ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები