საჯარო მოხელეების მობილიზება მცხეთაში - “ოცნებას“ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაში ამხელენ

22.08.24 20:16
საჯარო მოხელეების მობილიზება მცხეთაში -  “ოცნებას“ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაში ამხელენ

“ქართულ ოცნებას“ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაში ამხელენ. ივანიშვილის გუნდმა საგანგებოდ, გუშინდელი პარტიული  ღონისძიებისთვის, საჯარო მოხელეები მოაბილიზა. სკოლებისა და ბაღების პედაგოგები, სიპებსა და აიპებში დასაქმებული  თანამშრომლები მცხეთაში ოლგარქის მოსასმენად  და ტაშის მკვრელებად ჩაიყვანეს. უმრავლესობას არ დაუმალავს,რომ  ოცნების პარტიულ შეკრებაზე წასვლა არ უნდოდათ, მაგრამ აიძულეს. 

ამ საჯარო მოხელეებს  სამოქალაქო სექტორიდან ახსენებენ, რომ  ისინი ვალდებულები არიან ემსახურონ არა პარტიას, არამედ ქვეყანას. მათზე იძულების განხორციელება კი არავის შეუძლია და ეს კანონდარღვევაა. ირკვევა,რომ საჯარო მოხელეები მოატყუეს. უთხრეს, რომ მთავრობასთან შესახვედრად მიდიოდნენ, საბოლოოდ კი “ქართული ოცნების“ პარტიული ღონისძიების შუაგულში აღმოჩდნენ, მაგრამ დიდხანს ვერ გაძლეს. მოქალაქეებმა  ტერიტორიის დატოვება ისე ადრე დაიწყეს, რომ ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას არც კი დაელოდნენ.

 

ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟი.

მსგავსი სიახლეები