26 ოქტომბრის შემდეგ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება და თავისუფალი ვაჭრობა ექნება - ვაშაძე
"ჩვენ გვჭირდება მეტი ამერიკული სიკეთე საქართველოში, მეტი ამერიკული დოლარი ქართულ ოჯახებში, უვიზო მიმოსვლა, მეტი თავისუფალი ვაჭრობა და მეტი ინვესტიციები" - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა, ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჩიკაგოში, კამალა ჰარისის ოფიციალურად საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელების ღონისძიების დასწრების შემდეგ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში ქართველ ხალხთან ერთად გამარჯვების შემდეგ, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და ქვეყანაში ამერიკული ინვესტიციები შემოვა.
ჩვენთვის რა არის მთავარი? რომ ჩვენ ძალიან ახლოს უნდა ვიყოთ ამ ზე-მძლავრ სახელმწიფოსთან, ამერიკასთან.
ჩვენ გვჭირდება მეტი ამერიკული სიკეთე საქართველოში, მეტი ამერიკული დოლარი ქართულ ოჯახებში, უვიზო მიმოსვლა, მეტი თავისუფალი ვაჭრობა, მეტი ინვესტიციები და პირობას გაძლევთ, 26 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვების შემდეგ ამას გავაკეთებთ და ძალიან ბევრი საზეიმო დღე გვექნება საქართველოში ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად.
საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველოს ექნება თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან და საქართველო წავა წინ, მე ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ.
თინასთან ერთად მსოფლიოს პოლიტიკურ, ძალიან სერიოზულ წარმომადგენლებს, ასე ვთქვათ ელიტას შევხვდით.
საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს.”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მსგავსი სიახლეები
როგორ ჩამოშალა წვიმამ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის 84 სართულიანი მშენებლობა - ახალი სკანდალი თავდაცვის ექს-მინისტრის გარშემო
კადრებში, რომელიც მოქალაქეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაიღეს, ჩანს, როგორ წყდება მიწის დიდი მასა და მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსსაძირკველი ეცლება.