თუ საკონსტიტუციო სასამართლო პრობლემურია, მაშინ რატომ შეაქვს სარჩელი? - კალაძის მორიგი იერიში პრეზიდენტზე

23.08.24 11:03
თუ საკონსტიტუციო სასამართლო პრობლემურია, მაშინ რატომ შეაქვს სარჩელი? - კალაძის მორიგი იერიში პრეზიდენტზე

კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტს უპირისპირდება - თბილისის მერს იერიში სალომე ზურაბიშვილზე მიაქვს და პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ახსენებს.  

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ ზურაბიშვილის სწორედ იმ სასამართლოში შეაქვს სარჩელი, რომელზეც ამბობდა, რომ პრობლემური იყო. 

ამასთან, რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი პრეზიდენტს "რადიკალურ ჯგუფებთან" თანამშრომლობაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური "ნაცმოძრაობის" თანაგუნდელია, რომელიც "გარე ძალებით" იმართება. 

პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და ყველას გვახსოვს ის განცხადებები, თუ რას აკეთებდა და რას საუბრობდა სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებით. თუ საკონსტიტუციო სასამრთლო პრობლემურია, როგორც თვითონ ამბობდა, მაშინ რატომ შეაქვს სარჩელი. გამჭვირვალობა როგორ შეიძლება, იყოს ცუდი და როგორ შეიძლება, ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას. ეს არის იმ ბინძური კამპანიის ნაწილი, რომელიც დაგეგმილია და იმართება გარედან, უცხოეთიდან. სალომე ზურაბიშვილი არის თანაპარტიელი და თანაგუნდელი იმ რადიკალური დაჯგუფების, რომელსაც კოლექტიური "ნაცმოძრაობა" წარმოადგენს. შესაბამისად, ხალხმა ყველაფერი დაინახა", - ამბობს კალაძე. 

გადამწყვეტი დროის ათვლა დაწყებულია. 29 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის წინააღმდეგ საქმის განხილვას იწყებს. ახლა ყველაფერი მოსამართლეთა პლენუმზეა დამოკიდებული. თუ უმრავლესობა დაადგენს, რომ პუტინისტური კანონი  ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მაშინ  საქართველოს რუსეთიზაცია დაპაუზდება. რუსული კანონის აღსრულების გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუიცო სასამართლოში ოთხი სარჩელია შესული, რომელიც ერთ წარმოებად განიხილება.

რეპრესიული კანონის გაუქმებას ითხოვს პრეზიდენტი, საპარლამენტო ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და მედია. ქვეყნის გადარჩენის ბოლო შანსი ახლა სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოა. “პირველებისთვის“ ცნობილი ხდება, რომ გადამწყვეტი სხდომის მომხსენებელი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილია, რომლის შვილიც ცოტა ხნის წინ, სავარაუდოდ, მამის გავლენებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრად აირჩიეს.

მსგავსი სიახლეები