თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე კონგრესის ფარგლებში, სენატორ კრის კუნსს შეხვდნენ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კონგრესის ფარგლებში, სენატორ კრის კუნსს შეხვდნენ, რომელიც ძალიან გავლენიანი სენატორი და პრეზიდენტ ბაიდენთან დაახლოებული პირია. ის ასევე ერთ-ერთი ცენტრალური გამომსვლელი იყო კონგრესზე.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, საუბრის თემა იყო საუბარი შეეხო 26 ოქტომბრის არჩევნებს და პრეზიდენტ სააკაშვილის უკანონო პატიმრობას.
„ვისაუბრეთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ისევე როგორც პრეზიდენტი სააკაშვილის უკანონო პატიმრობაზე და მისი გათავისუფლების მნიშვნელობაზე. სენატორი კუნსი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში და გააგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერას აშშ-ის სენატში.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ
შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აშშ-ში, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის კონგრესზე იმყოფებიან, სადაც კონგრესის ფარგლებში ისინი არაერთ დემოკრატ სენატორ და კონგრესმენს შეხვდნენ.
მსგავსი სიახლეები
როგორ ჩამოშალა წვიმამ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის 84 სართულიანი მშენებლობა - ახალი სკანდალი თავდაცვის ექს-მინისტრის გარშემო
კადრებში, რომელიც მოქალაქეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაიღეს, ჩანს, როგორ წყდება მიწის დიდი მასა და მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსსაძირკველი ეცლება.