არჩევნებში წაგების შემთხვევაში, აპირებს თუ არა კობახიძე პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას? - პრემიერის პასუხი
არჩევნებში წაგების შემთხვევაში, როგორ აპირებს "ოცნება" პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას და აპირებს თუ არა ირაკლი კობახიძე ოპოზიციაში დარჩენას? - "პირველების" ამ კითხვაზე საქართველოს პრემიეერი ამბობს, რომ არჩევნებზე "ოცნება" დამაჯერებლად მოიგებს.
წაგებაზე იდარდონ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებმაც უკვე 8 არჩევნები წააგეს - ამბობს კობახიძე და წინასწარ კვლევებზე საუბრობს, სადაც მისის მტკიცებით "ოცნებას" 60 % აქვს.
ჩვენ გვაქვს დღეს 60 პროცენტი რეიტინგი და ჩვენი ამბიციაა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება. წაგებაზე იდარდონ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებმაც უკვე 8 არჩევნები წააგეს და მეცხრედაც აუცილებლად დამარცხდებიან.
კვლევები იძლევა რეალურ სურათს. როდესაც ის არჩევნებამდე 2 თვით ადრე ტარდება, იქ რაიმე ცვლილების შეტანა პრაქტიკულად არის შეუძლებელი. ეს კვლევები აჩვენებს საზოგადოების მყარ განწყობას. ცდომილება მერე შეიძლება იყოს მაქსიმუმ 5%.
ესე არ არის რომ დღეს 60% გვაქვს და ხვალ მივიღოთ 40% ან 50%. რეიტინგი არის მყარი. 60%-იან რეიტინგს განაპირობებს ორი ფაქტორი, ერთი არის ის, რომ ჩვენ შევძელით უკიდურესი სირთულეები მიუხედავად, პირდაპირი ზეწოლის მიუხედავად ამ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. და მეორე, ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა“,- აცხადებს კობახიძე.
მსგავსი სიახლეები
როგორ ჩამოშალა წვიმამ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის 84 სართულიანი მშენებლობა - ახალი სკანდალი თავდაცვის ექს-მინისტრის გარშემო
კადრებში, რომელიც მოქალაქეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაიღეს, ჩანს, როგორ წყდება მიწის დიდი მასა და მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსსაძირკველი ეცლება.