არჩევნების წინ ცესკოს შეცვლილი წესები - "ძლიერი საქართველოს" სარჩელი სააპელაციოში მიდის
არჩევნების წინ შეცვლილი წესების გამო, ოპოზიცია სააპელაციო სასამართლოში მიდის - "ძლიერი საქართველოს" წევრები მეორე ინსტანციას მოსთხოვენ, გააუქმონ ცესკოს ახალი დადგენილება, რომლის მიხედვითაც საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გადანაწილება არა არჩევნების დილას, არამედ ერთი კვირით ადრე მოხდება.
კოალიცია "ძლიერი საქართველო" მოითხოვს, რომ თბილისის სააეპალაციო სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისია "საარჩევნო კოდექსის" დარმღვევად სცნოს.
როგორც კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე "პირველებთან" აცხადებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება პოლიტიკურია, რაც გადამწყვეტი არჩევნების გაყალბების რისკებს ზრდის.
სასამართლოს გადაწყვეტილება არცერთ სამართლებრივ არგუმენტს არ ეფუძნება და არის წმნიდად პოლიტიკური იმ თვალსაზრისით, რომ სასამართლო, ისევე როგორც ცესკო, "ქართული ოცნების" ინტერესებს ემსახურება. არსებობს სააპელაციო სასამართლოს გზა, სადაც "ძლიერი საქართველო" დავას გააგრძელებს. ბუნებრივია, რომ სასამართლო სისტემის მიმართ საქართველოში ნდობა არ არსებობს, თუმცა კოალიცია "ძლიერი საქართველო" იყენებს ყველა შესაძლო სამართლებრივ ხერხს", - ამბობს გიორგი სიორიძე.
ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ცენტრალური საარჩევნო კომისია უბნებზე კომისიის წევრებს ფუნქციებს არა არჩვენების დილას, არამედ ერთი კვირით ადრე გაუნაწილებს.
არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება ნაკადის მომწესრიგებელი, ან რეგისტრატორი, რაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს უჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, ახალი გადაწყვეტილებით "ოცნებამ" საარჩევნო პროცესი გააკონტროლოს.
მსგავსი სიახლეები
როგორ ჩამოშალა წვიმამ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის 84 სართულიანი მშენებლობა - ახალი სკანდალი თავდაცვის ექს-მინისტრის გარშემო
კადრებში, რომელიც მოქალაქეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაიღეს, ჩანს, როგორ წყდება მიწის დიდი მასა და მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსსაძირკველი ეცლება.