აკვარიუმში ზის კოლექტიური "ნაცმოძრაობა" - კობახიძე
აკვარიუმში ზის კოლექტიური "ნაცმოძრაობა" - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ კითხვას, თუ რატომ იყო მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოება ასე დაცული და არ იყო მაგალითად მისი, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით "ოცნების" პირველი პირია.
მან საფრთხეებზე ისაუბრა და თქვა, რომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტიც კი არ არის დღეს დაცული. ასევე გაიხსენა ის "მუქარაც", რომელიც მისი მტკიცებით, ერთ-ერთი ევროკომისრის პირით გაჟღერდა.
აკვარიუმში ზის კოლექტიური "ნაცმოძრაობა". ეს არის მათი ბედი და მათი ხვედრი. არავითარი აკვარიუმი, ტყვიაგაუმტარ შუშას რაც შეეხება, თქვენ იცით რა ხდება მსოფლიოში, ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი არ არიოს დაცული. ნახეთ, სლოვაკეთის პრემიერმინისტრთან დაკავშირებით რაც მოხდა, ასევე თქვენ იცით კონკრეტული მუქარის თაობაზე, რომელიც გაჟღერდა ერთ-ერთი ევროკომისრის პირით. რა თქმა უნდა, ევროკომისარს არ ვადანაშაულებ პირდაპირ ამ ყველაფერში, ის გამოიყენეს მესინჯერად ჩვენს მიმართ. ამიტომ რისკები არის". - ამბობს კობახიძე.
მსგავსი სიახლეები
როგორ ჩამოშალა წვიმამ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის 84 სართულიანი მშენებლობა - ახალი სკანდალი თავდაცვის ექს-მინისტრის გარშემო
კადრებში, რომელიც მოქალაქეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაიღეს, ჩანს, როგორ წყდება მიწის დიდი მასა და მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსსაძირკველი ეცლება.