რატომ არ იყვნენ ტყვიაგაუმტარ აკვარიუმში "ოცნების" სხვა ლიდერები? - რას ამბობს კობახიძე
რატომ არ იყვნენ ტყვიაგაუმტარ აკვარიუმში "ოცნების" სხვა ლიდერები? - ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამას მარტივი ახსნა აქვს,რ ადგან, მისი თქმით, საქართველოში მშვიდობისა და განვითარების ნომერ პირველი გარანტი ბიძინა ივანიშვილია.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გამოვდიოდით ჩვენ ასეთი დაცული ფორმით შეკრებაზე, ამას მარტივი ახსნა აქვს - საქართველოში მშვიდობისა და განვითარების ნომერ პირველი გარანტი არის ბიძინა ივანიშვილი, აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს მიმართ შეიძლება არსებობდეს საფრთხეები და რისკები, ეს არის ბიძინა ივანიშვილი.
მე ვციტირებ, ევროკომისარმა მითხრა - „თქვენ იცით, რა მოხდა სლოვაკეთში, ფიცოსთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე უნდა იყოთ ფრთხილად“.
ეს ნათქვამი მხოლობითში არ იყო, არც მრავლობითში. ჩვენი ლოგიკური დასკვნა არის მარტივი, ვინც არის მშვიდობის ნომერ პირველი გარანტი, ყველაზე მეტი საფრთხე დაკავშირებულია მასთან,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
როგორ ჩამოშალა წვიმამ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის 84 სართულიანი მშენებლობა - ახალი სკანდალი თავდაცვის ექს-მინისტრის გარშემო
კადრებში, რომელიც მოქალაქეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაიღეს, ჩანს, როგორ წყდება მიწის დიდი მასა და მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსსაძირკველი ეცლება.