"ოცნებამ" 400 ათასამდე პენსიონერს სესხი მოტყუებით მისცა - ქეთევან თურაზაშვილის და ანა ნაცვლიშვილის ბრიფინგი

23.08.24 12:15
"ოცნებამ" 400 ათასამდე პენსიონერს სესხი მოტყუებით მისცა - ქეთევან თურაზაშვილის და ანა ნაცვლიშვილის ბრიფინგი

კოალიცია "ძლიერი საქართველო" პენსიონრების უფლებებს იცავს - ოპოზიციური გაერთიანება "ქართულ ოცნებას" ხანშიშესული ადამიანების გაღატაკებასა და მოტყუებით მიცემულ სესხებში ადანაშაულებს. 

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ქეთევან თურაზაშვილი აცხადებს, რომ საპენსიო ოვერდრაფტის განულების თაობაზე სასამართლოს ჯერ კიდევ 13 თებერვალს მიმართეს, თუმცა "ოცნების" "ჯიბის სასამართლოს" პროცესი ამ დრომდე არ ჩაუნიშნავს.

როგორც კოალიციის ლიდერი საგანგებო ბრიფინგზე ამბობს, ივანიშვილის ხელისუფლებას დაახლოებით 400 000 პენსიონერისთვის საპენსიო სესხი მოტყუებით აქვს მიცემული. 

13 თებერვალს მივმართეთ სასამართლოს საპენსიო ოვერდრაფტის განულების თაობაზე. ქართული ოცნების ჯიბის სასამართლომ დაარღვია ვადა და ჯერ კიდევ არ ჩაუნიშნავს პროცესი, რომელიც ათასობით პენსიონერიათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.. 800 000-მდე პენსიონერიდან თითქმის 400 000 პენსიონერს მოტყუებით მიცემული საპენსიო სესხი აქვს. თითზე ჩამოსათვლელია იმ პენსიონერების რაოდენობა, რომელსაც აუხსნეს განსხვავება ოვერდრაფტსა და ჩვეულებრივ სესხს შორის, არც ის უთხრეს პანდემიის დროს 3 თვიანი ,,საშეღავათო პერიოდით“ სარგებლობის გამო, 2-3 წლით რომ გადაიწევდა სესხის დასრულების ვადა. 
ჩვენ ოპოზიციაში ყოფნისას ვიყენებთ ყველა ბერკეტს, მივმართავდით ყველა პასუხისმგებელ პირს, მათ შორის, ნათია თურნავას, რომ ემოქმედა მოტყუებული პენსიონერების უფლებების დასაცავად… ამას ვაკეთებდით იმისთვის, რომ ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ პენსიონერებს ყოფა.. მაგრამ ეს არ არის საკმარისი...პენსიონერებს ჭირდება არამარტო სამუდამო ვალისგან გათავისუფლება, არამედ ღირსეული პენსია 1000 ლარის ოდენობით.  

შევადაროთ როგორ ლაღად ცხოვრობენ პენსიონერები ევროკავშირის ქვეყნებში და შევადაროთ როგორ ცხოვრობენ აქ, ევროპული სტანდარტებით ნამდვილად არა, სამწუხაროდ... ჩვენ ძვირფას მოხუცებს ხშირად არჩევანის გაკეთება უწევთ წამალს იყიდიან თუ საკვებს, მათ ყველაფერი ენატრებათ, რადან ისედაც შემწეობის ტოლფასი პენსიიდან, მოტყუებული პროცენტის ჩამოჭრის შემდეგ, ხელზე მაქსიმუმ 230 ლარი რჩებათ… შვილიშვილებთან ერთად გასეირნებაზე საუბარიც ზედმეტია... ხოდა, სწორედ ამ უსამართლობისთვის ,,ქართულმა ოცნებამ" პასუხი უნდა აგოს. ქვეყნის მართვის სადავეები კი ,,ძლიერმა საქართველომ" უნდა გადავიბაროთ 26 ოქტომბერს და ჩვენ ამას ქართველი ხალხის დახმარებით შევძლებთ", - ამბობს ქეთევან თურაზაშვილი. 

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, 2024 წლის არჩევნები პრინციპულია, რადგან მოსახლეობამ უარი უნდა უთხრას "რუსი ოლიგარქის ხელისუფლებას, რომელმაც კორუფციისა და რუსულ ჭაობში ჩაფლო ქვეყანა".

64 დღე რჩება პრინციპულ არჩევნებამდე, როდესაც ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს უარს ეტყვიან რუს ოლიგარქს, რომელმაც კიდევ უფრო გააღარიბა საქართველოს მოქალაქეები და ჩაძირა უიმედობის, კორუფციის, უსამართლობის მორევში და მისი საბოლოო ამოცანა არის ის, რომ საქართველო რუსულ ჭაობში დააბრუნოს. ბედნიერია იმით, რომ მისი დაჯგუფების დამსახურებით დროებით მოახერხა, რომ საქართველოს წინაშე ჩაეკეტა ევროპის და ევროკავშირის გახსნილი კარი", - ამბობს ანა ნაცვილშვილი.  

მსგავსი სიახლეები