კობახიძე ამტკიცებს, რომ "ოცნებას" 60%-იან მხარდაჭერაზე აქამდე არ უსაუბრია - რას ამბობს ფაქტები
2016 წელს "ოცნების" კვლევებით, მმართველი გუნდი 65%-იღებდა და რეალურად, არჩევნებზე 48% აიღო. ასე იყო 2020 წელსაც, როცა "ოცნება" ამბობდა, რომ 60%-ზე მეტს აიღებდნენ, თუმცა ვერ აიღეს. უნდა ითქვას, რომ 2012 წელსაც, "ოცნებას" 55% აქვს მიღებული. ირაკლი კობახიძე 2020 წელს ამბობდა, რომ 60% არის მისი ამოცანა, როგორც შტაბის ხელმძღვანელის.
თუმცა, როდესაც კობახიძეს "პირველებმა" ეს განცხადებები გაახსენა, რომელიც ინტერნეტ სივრცეში ყველასთვის ხელმისაწვდომია, კობახიძემ უარყო და თქვა, რომ არასდროს, "ოცნებას" 60%-თან დაკავშირებით არ უსაუბრია წინა არჩევნების დროს და მისი თქმით, ახლა რეალურია ის 60%-იანი მხარდაჭერა, რომელზეც "ოცნება" საუბრობს.
65% 2016 წელს, არვიცი, შეიძლება ვიღაცამ გაავრცელა ასეთი ინფორმაცია, მაგრამ "ქართულ ოცნებას" ასეთი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ჩვენ ვამბობდით და შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ ყოველი მეორე ხმა - ეს იყო ჩვენი მიზანი და ამოცანა. 2021-2020 წელსაც იგივე იყო ნათქვამი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 60%-ზე მეტი გვქონდა კოვიდის დროს, არჩევნების პერიოდში, მაგრამ შემდეგ ეს შემცდირდა ოქტომბერში. შესაბამისად ჩემი განცხადება შგიძლიათ ამოიღოთ, სადაც ვამბობდი, რომ ჩვენი ამოცანა იყო, ყოველი მეორე ხმადა მივიღეთ 48%. ანალოგიურად, 2021 წელს შეგიძლიათ ამოიღოთ ჩემი განცხადებები, სადაც ვამბობდი, რომ ჩვენი ამოცანა იყო ყოველი მეორე ხმის მიღება და ავიღეთ ზუსტად ყოველი მეორე ხმა. არსად მე არ მითქვამს, რომ ვფიქრობიდით 60%-ის მიღებას, იმიტომ, რომ კვლევები სხვა რამეს გვეუბნებოდა. ახლა იმიტომ, ვამბობთ 60%-ს და არა ყოველ მეორე ხმას, რომ გვაქვს არა 50%, არამედ 60-%", - აცხადებს პრემიერი.
მსგავსი სიახლეები
როგორ ჩამოშალა წვიმამ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის 84 სართულიანი მშენებლობა - ახალი სკანდალი თავდაცვის ექს-მინისტრის გარშემო
კადრებში, რომელიც მოქალაქეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაიღეს, ჩანს, როგორ წყდება მიწის დიდი მასა და მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსსაძირკველი ეცლება.