"ჩვენ" - ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა პარტია დააფუძნა
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა პარტია დააფუძნა - დავით ქაცარავას პოლიტიკურ გუნდს "ჩვენ" ჰქვია. რუსული რეჟიმის დასამარცხებლად შექმნილ გაერთიანებაში აკია ბარბაქაძე, მიხეილ რამიშვილი და კახა გოგიძე გაწევრიანდნენ.
პარტიიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ახლა გაჩერების დრო არ არის და ვისაც როგორ შეუძლია ისე უნდა შეებრძოლოს პუტინის მარიონეტ ხელისუფლებას.
ეს არის იმ ადამიანების ერთობა, რომელიც აცნობიერებს რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ერთობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და ამ ბრძოლაში ჩართვა. ბრძოლა არის ეგზისტენციალური ხასიათის, ჩვენ დავიწყეთ, ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ" - განაცხადა დავით ქაცარავამ.
მსგავსი სიახლეები
როგორ ჩამოშალა წვიმამ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის 84 სართულიანი მშენებლობა - ახალი სკანდალი თავდაცვის ექს-მინისტრის გარშემო
კადრებში, რომელიც მოქალაქეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაიღეს, ჩანს, როგორ წყდება მიწის დიდი მასა და მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსსაძირკველი ეცლება.