რატომ დებს ივანიშვილის პარტია ფსონს სპორტსმენებზე და როგორ შეირჩნენ თბილისის დელეგატები - რას ამბობენ "ოცნებაში"

23.08.24 13:54
რატომ დებს ივანიშვილის პარტია ფსონს სპორტსმენებზე და როგორ შეირჩნენ თბილისის დელეგატები - რას ამბობენ "ოცნებაში"

რატომ დებს ივანიშვილის პარტია ფსონს სპორტსმენებზე და როგორ შეირჩნენ თბილისის დელეგატები - "ოცნების" წევრი გივი მიქანაძე არ მალავს, რომ თბილისის მერის, კახა კალაძის პოზიცია პარტიაში ერთ-ერთი განმსაზღვრელია. 

მიქანაძე ამბობს, რომ სპორტსმენები, რომლებიც პრემიერმა დელეგატებად წარადგინა, ყოველთვის გამოირიჩეოდნენ თავიანთი აქტიური მონაწილეობით სპორტის შემდეგ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

დელეგატების საკითხი წყდება გუნდურად. რა თქმა უნდა როდესაც თბილისს ეხება საკითხი, დედაქალაქის მერს, რომელიც პარტიის გენერალური მდივანია, აქვს მნიშვნელოვანი პოზიცია და მისი პოზიცია არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი. აბსოლუტურად ლოგიკურია, როდესაც შტაბის ხელმძღვანელი, პრემიერი წარადგენს ამ გუნდს. თითოეული კანდიდატის შერჩევა დელეგატობისთვის მოხდა იმ ფონზე, თუ რა დამსახურება აქვთ მათ ქვეყნის წინაშე. ეს ადამიანები უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობენ ჩვენს საზოგადოებაში. სპორტსმენები ყოველთვის გამორიჩეოდნენ თავიანთი აქტიური მონაწილეობით სპორტის შემდეგ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ახალი არ არის ქართული პოლიტიკისთვის". - ამბობს მიქანაძე.

ძიუდოისტი, ფეხბურთელი, რაგბისტი და წყალბურთელი - "ქართული ოცნება" საარჩევნო სიას ისევ სპორტსმენებით აკომპლექტებს. თბილისის დელეგატები პრემიერმა დღეს წარადგინა და დაანონსა, რომ ყველა გამსვლელ სიაში იქნება. 

მსგავსი სიახლეები