"ძლიერი საქართველო" და "ჯეოქეისი", რომლის ხელმძღვანელიც ივანიშვილის ყოფილი ადვოკატია, თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
"ძლიერი საქართველო" და "ჯეოქეისი", რომლის ხელმძღვანელიც ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, დიმიტრი ყიფიანია, თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
როგორც კოალიციის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ანალიტიკოსებთან შეხვედრაზე განაცხადა," ძლიერ გუნდს სჭირდება ძლიერი გეგმა, ძლიერ გეგმას კი კომპეტენტური ხალხი".
მისივე თქმით "ჯეოქეისთან" თანამშრომლობა სამომავლოდ უფრო მჭიდრო გახდება.
"ძლიერ გუნდს სჭირდება კონკრეტული გეგმა, კონკრეტული მიზანი, მიზანზე ყველა შეთანხმებულები ვართ, ჩვენ გვჭირდება ევროპული, თანამედროვე, ეკონომიკურად სწრაფად მზარდი და არა მარტო ქვეყანა, ევროპაში სწრაფი ინტეგრაცია და ყველაზე მთავარი, ამ მიზანს სჭირდება კომპეტენტური ხალხი. ამიტომ ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა, რომ იმ ადამიანების თანხვედრა მოვახდინოთ ამ გეგმის გარშემო, რომლებიც არიან თავისუფლები, არიან პროფესიონალები და მთელი თავიანთი ცხოვრება მიძღვნილი აქვთ თავისი საქმის კეთილსინდისიერად კეთებაზე. დღეს, "ძლიერ საქართველოს" გვაქვს შეხვედრა ორგანიზაცია "ჯეო ქეისთან". ეს არის პროფესიონალი ადამიანებისგან დაკომპექტებული გუნდი, რომელიც მუშაობს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკაზე, ჩვენს საერთაშორისო ვექტორზე და ა.შ. თვქენი აქ მოსვლა ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ ურთიერთობას თქვენ ორგჰანიზაციასთან. თვქენი პროგრამები და ნააზრევი აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ჩვენს მომავალ პროგრამაში",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
თავის მხრივ, ვიქტორ ყიფიანმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც "ძლიერ საქართველოს" შეთავაზებასა და თანამშრომლობაზე უარი ვერ თქვა.
ჩვენთვის რამდენიმე მოსაზრების გამო იყო რთული, უარი გვეთქვა ამ შემოთავაზებაზე. პირველი მოსაზრება იყო ის, რომ ვართ ანალიტიკური ცენტრი, მაგრამ რასაც არ უნდა ვწერდეთ, როგრც არ უნდა ვწერდეთ, ყოველგვარ ასეთ ანალიტიკას სჭირდება გაგრძელება კონკრეტული პოლიტიკური აქტორების სახით, ვინაიდან სრულფასოვენბა ჩვენმა საქმიანობამ შეიძლება შეიძინოს მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ჩვენი შეფასებები, მიდგომები იქნება გადათარგმნილი პოლიტიკაში. სწორედ ამიტომ, ალბათ ეს არის მთავარი, რომ ჩვენ არ მოვაქციოთ თავი აკადემირუ თვითიზოლაციაში. მეორე გარემოება არის, რომ იშვიათი არის ქართული სივრისთვის ის კულტურა, როდესაც პოლიტიკური გაერთიანება ამბობს, ყველა კითხვაზე პასუხი შეიძლება არ მქონდეს ჩემს წიაღში და მე მჭირდება მოვიკითხო სხვათა აზრი. ეს მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში არის დამკვიდრებული, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან რთულად იკიდებს ფეხს. ამიტომაც, ასეთი მიდგომა იყო ჩვენთვის ორმაგად აღსანიშნი. გარდა ამისა, როდესაც ესოდენ ავტორიტეტული პოლიტიკური გაერთიანება ამბობს, რომ უნდა ვითანამშრომო აკადემიასთან, ანალიტიკურ წრეებთან, ეს ნიშნავს იმას, რომ ამს აქვს ორიენტირი განვითარების დღის წესრიგზე აღებული. და კიდევ ერთი, ალბათ, ზედმეტი ორიგინალურობის გარეშე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, მართვის სისტემაში უზუსტობების გასწორებაზე, სწორედ ასეთი ღიაობა, ინკლუზიურობაა ის, რაც ქმნის მოძრავი აზრის კულტურას", - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
მსგავსი სიახლეები
როგორ ჩამოშალა წვიმამ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის 84 სართულიანი მშენებლობა - ახალი სკანდალი თავდაცვის ექს-მინისტრის გარშემო
კადრებში, რომელიც მოქალაქეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაიღეს, ჩანს, როგორ წყდება მიწის დიდი მასა და მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსსაძირკველი ეცლება.