რატომ მომიკლა შვილი? ასე არ გავჩერდები, ჩვენ უვადოს ვითხოვთ! - მოკლული 27 წლის გოგოს დედა

23.08.24 15:46
რატომ მომიკლა შვილი? ასე არ გავჩერდები, ჩვენ უვადოს ვითხოვთ! - მოკლული 27 წლის გოგოს დედა

27 წლის ქეთევან ედიბერიძის მკლელობა ჩვილის თანდასწრებით - ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს სასამართლომ ოცწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

განაჩენის გამოცხადებას დარბაზში მოკლულის დედის მხრიდან პროტესტი მოჰყვა, რომელიც დაკავებულისთვსი უვადო პატიმრობას ითხოვდა.

ედიბერიძის დედა ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს და ამბობს, რომ გაჩერებას არ აპირებს.

უვადოს ვითხოვდი და ვითხოვ, ეს ასე არ დამთავრდება, გავაგრძელებთ ბრძოლას, იმიტომ რომ ჩემი შვილი 6 წლის უნახავი მყავდა და აწი სულ ვეღარ ვნახავ. თქვენ იცით რომ სურათებს ვეფერები?

სცენარი, რაღაც სპექტაკლები დადგეს, ვითომ გადარჩენას ცდილობდა. ჯერ რატომ მიკლავდა შვილს, მითხარით მიზეზი, სულ არ სჭირდებოდა ჩემ შვილს დახმარება და საშველად სირბილი. მაგ არაკაცს  ვინ მისცა ჩემი შვილის სიცოცხლის ხელყოფის უფლება? დღეს სამარცხვინოდ იბრძვიან, რომ სასჯელი შეუმსუბუქონ. ჩემთვის ყოველი დღის გათენება ჯოჯოხეთია", - ამბობს მოკლულის დედა.

27 წლის ქეთევან ედიბერიძის მკლელობა ჩვილის თანდასწრებით - ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს სასამართლომ ოცწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კავლელაშვილი სასამართლომ დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენის ნაწილში გაამართლა, თუმცა მკვლელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა განმარტა, გენდერის ნიშნით მკვლელობასთან დაკავშირებით საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობდა, რის გამოც კავლელაშვილი ამ ნაწილში დამნაშავედ არ იქნა ცნობილი.

უმძიმესი ფაქტი ვარკეთილში, 9 იანვარს მოხდა. საქმის მასალების თანახმად, გიორგი კავლელიშვილმა ცოლს, 27 წლის ქეთევან ედიბერიძეს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.  

ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები