ცესკოს ახალი დადგენილება ძალაში რჩება - სააპელაციომ "ძლიერი საქართველოს" სარჩელი არ დააკმაყოფილა

23.08.24 15:56
ცესკოს ახალი დადგენილება ძალაში რჩება - სააპელაციომ "ძლიერი საქართველოს" სარჩელი არ დააკმაყოფილა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი დადგენილება ძალაში რჩება - თბილისის სააპელაციო სასამართლომ "ძლიერი საქართველოს" სარჩელი არ დააკმაყოფილა.

არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, სასამართლოს ადმინისტრაციულმა საქმეთა პალატამ ვერ დაინახა საშიშროება, რომ შესაძლოა, მმართველმა პარტიამ საუბნო კომისიის წევრებზე ზეწოლა განახორციელოს.

სააპელეცაიოს გადაწყვეტილებას იურიდიულად გაუმართლებელს უწოდებს სარჩელის ავტორი გიორგი სიორიძე და ფიქრობს, რომ განაჩენის უკან ხელისუფლება დგას, რომელიც ყველა ბერკეტის მეშვეობით იმარჯვებს.

სააპელაციო სასამართლომ მიიღო მოსალოდნელი გადაწყვეტილება, სამწუხაროდ. ასეთი არის ქართული მართლმსაჯულება. საქმე სამართლებრივი თვალსაზრისით იყო მარტივი, პრიმიტიული, მაგრამ ცესკო ყოველთვის იგებს და ეს არის იმის ინდიკატორი, თუ რა დგას ამ ყველაფრის უკან. ხელისუფლების ნება ყოველთვის იმარჯვებს მისი ბერკეტების მეშვეობით, იქნება ეს ცესკო თუ სასამართლო", - ამბობს სიორიძე.

ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ცენტრალური საარჩევნო კომისია უბნებზე კომისიის წევრებს ფუნქციებს არა არჩვენების დილას, არამედ ერთი კვირით ადრე გაუნაწილებს.

არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება ნაკადის მომწესრიგებელი, ან რეგისტრატორი, რაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს უჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, ახალი გადაწყვეტილებით "ოცნებამ" საარჩევნო პროცესი გააკონტროლოს.

მსგავსი სიახლეები