ყველა საჯარო მოხელე უნდა იყოს კანონით დაცული - ანა ნაცვლიშვილი
"ძლიერი საქართველოს" ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, "ოცნება" საჯარო მოხელეებს ატყუებს და არა ერთი მათგანი მიდის მათთან და ამის შესახებ საუბრობს.
ნაცვლიშვილის თქმით, ამის გამო, მმართველი გუნდის წევრები პასუხისმგებლობას ვერ აიცილებენ და აგრეთვე, ოპოზიციონერი ხაზგასმით ამბობს, რომ ყველა საჯარო მოხელემ უნდა იცოდეს, რომ ისინი იქნებიან ხელშეუხებელნი და ისინი კანონით დაცულნი.
ჩვენთან მოდის დღეს არაერთი ადამიანი, რომელიც მუშაობს დღეს საჯარო სექტორში. მათგან დანამდვილებით ვიცით, რომ არაერთ საჯარო უწყებაში უამრავი ადამიანი ეწინააღმდეგება იმ პოლიტიკას, რომელიც "ოცნებამ" საქართველოს გარუსების და გასაბჭოების მიმართულებით წარმართა. ყველა საჯარო მოხელემ უნდა იცოდეს, რომ ისინი იქნებიან ხელშეუხებელნი და ისინი კანონით დაცულნი. პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ვერ აიცილებენ პოლიტიკური პასუხისმგებლობის პირები. ჩვენ უნდა შევძლოთ, შევქმნათ სახელმწიფო, რომლის ხერხემალიც იქნება კეთილსინდისიერი, პოლიტიკურად ნეიტრალური და მოქალაქის ინტერსების დაცვაზე ორიენტირებული", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
როგორ ჩამოშალა წვიმამ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის 84 სართულიანი მშენებლობა - ახალი სკანდალი თავდაცვის ექს-მინისტრის გარშემო
კადრებში, რომელიც მოქალაქეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაიღეს, ჩანს, როგორ წყდება მიწის დიდი მასა და მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსსაძირკველი ეცლება.