წინ ბევრი საინტერესო სია და სახელი და გვარი გვაქვს - ნინო წილოსანი
მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი ამტკიცებს, რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო სია და სახელ-გვარები აქვთ და ყველა, მათ შორის “ოცნების“ ამომრჩეველი, კმაყოფილი დარჩება.
წილოსანი მიიჩნევს, რომ თბილისის დელეგატების დასახელების შემდეგ, არასწორია იმის ინტერეპრეტაცია,თითქოს, ვინმე რაიმე ფორმით გამოირიცხება საბოლოო სიიდან.
არასწორია, იმის ინტერპრეტაცია, რომ მხოლოდ ამ სიაში მყოფი ადამიანები, ან ყველა სხვა დანარჩენი, რომელიც თქვენ დაასახელეთ, ან უკვე არსებული პარლამენტარები, რაიმე ფორმით იქნებიან გამორიცხული ჩვენი სააბოლოო სიიდან. წინ ბევრი საინტერესო სია და სახელი და გვარი გვაქვს, მათ შორის ეს შეეხება, როგორც არსებულ და ამ მოწვევის პარლამენტის წევრებს, ასევე ქალებს და ყველა სხვა დანარჩენს, რომელიც ახლა შეიძლება გარკვეული ინტერპრეტაციების და გარკვეული ვნებათაღელვების გასაღვივებლად გჭირდებათ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ყველა, მათ შორის ჩვენი ამომრჩეველი, იქნება კმაყოფილი“,- აცხადებს წილოსანი.
ძიუდოისტი, ფეხბურთელი, რაგბისტი და წყალბურთელი - "ქართული ოცნება" საარჩევნო სიას ისევ სპორტსმენებით აკომპლექტებს. თბილისის დელეგატები პრემიერმა დღეს წარადგინა და დაანონსა, რომ ყველა გამსვლელ სიაში იქნება.
მსგავსი სიახლეები
როგორ ჩამოშალა წვიმამ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის 84 სართულიანი მშენებლობა - ახალი სკანდალი თავდაცვის ექს-მინისტრის გარშემო
კადრებში, რომელიც მოქალაქეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაიღეს, ჩანს, როგორ წყდება მიწის დიდი მასა და მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსსაძირკველი ეცლება.