“მათ ჰყავთ ფულის ტომრები,რომლებიც რეგიონებში ყანდურებად სხედან“ - ხუხაშვილი “ოცნების“ დელეგატებზე

23.08.24 17:56
“მათ ჰყავთ ფულის ტომრები,რომლებიც რეგიონებში ყანდურებად სხედან“ - ხუხაშვილი “ოცნების“ დელეგატებზე

“მათ ჰყავთ ფულის ტომრები, რომლებმაც უნდა იყიდონ არჩევნები იმ რეგიონებში, სადაც წლების განმავლობაში ყანდურებად სხედან“ - ასე ეხმაურება “ოცნების“ თბილისის დელეგატების წარდგენას ექსპერტი, გია ხუხაშვილი და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ეძებს ავტორიტეტებს, რომლებიც ძველ კადრებს ჩაანაცვლებენ.

ხუხაშვილის მტკიცებით, “წარმატებულ ადამიანებს არ უნდათ ასოცირება ამ ძალასთან, რომელიც ქვეყანას უკან, საბჭოთა კავშირში მიათრევს“.

არ არის აუცილებელი ადამიანი პარლამენტში იჯდეს. დააკმაყოფილებენ რაღაცნაირად, შეპირდებიან მინისტრობას, მოადგილეობას, დეპარტამენტის უფროსობას. როდესაც ადამიანები, წლების განმავლობაში, სერიოზულ ნეგატივში არიან წასულები, მათი ჩანაცვლების საკითხი ავტომატურად დგება. მათ ჰყავთ ფულის ტომრები, რომლებმაც უნდა იყიდონ არჩევნები იმ რეგიონებში, სადაც წლების განმავლობაში ყანდურებად სხედან. გარდა ამისა ეძებენ ავტორიტეტებს. ესენი არ არიან ისეთი ავტორიტეტები, ვინც დასახელდა, რომ ქვა გახეთქონ. წარმატებულ ადამიანებს არ უნდათ ასოცირება ამ ძალასთან, რომელიც ქვეყანას უკან, საბჭოთა კავშირში მიათრევს,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ძიუდოისტი, ფეხბურთელი, რაგბისტი და წყალბურთელი - "ქართული ოცნება" საარჩევნო სიას ისევ სპორტსმენებით აკომპლექტებს. თბილისის დელეგატები პრემიერმა დღეს წარადგინა და დაანონსა, რომ ყველა გამსვლელ სიაში იქნება. 

მსგავსი სიახლეები