სამწუხაროა, მსოფლიო ჩემპიონი რომ ხარ და უცბად მონათა ბანაკში აღმოჩნდები - ანა მიროტაძე “ოცნების“ დელეგატებზე

23.08.24 18:06
სამწუხაროა, მსოფლიო ჩემპიონი რომ ხარ და უცბად მონათა ბანაკში აღმოჩნდები - ანა მიროტაძე “ოცნების“ დელეგატებზე

"ქართული ოცნებიდან" წასული ანი მიროტაძე მიიჩნევს, რომ ძველი ადამიანები იმიტომ არ მოხვდნენ მმართველი გუნდის დელეგატების სიაში, რომ “ისინი ბიძინას აღარ დასჭირდა.“

მიროტაძის მტკიცებით, “ივანიშვილისთვის მთავარია, მას ემსახურებოდნენ, რადგან მას მსახურები და მონები სჭირდება.“

“ოცნების“ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ძველი და ვინ ახალი, ადამიანები რატომ არ მოხვდნენ სიაში და იმიტომ რომ აღარ დასჭირდა ბიძინას. მათ გააკეთეს თავიანთი საქმე, ყველა საშინელ კანონზე დასტური მისცეს და ახლა ახალი ხალხი მოამზადეს. სამწუხარო ის არის , რომ მსოფლიო ჩემპიონი რომ ხარ და უცბად მონათა ბანაკში აღმოჩნდები.

საოცარი არაფერი არ არის, ვიღაცები რომ გადაყარა პოლიტიკურ სანაგვეზე და ახლა ახალი ხალხი მოიყვანა. ივანიშვილისთვის მთავარია, მას ემსახურებოდნენ, მას სჭირდება მსახურები და მონები“, - ამბობს ანა მიროტაძე.

ძიუდოისტი, ფეხბურთელი, რაგბისტი და წყალბურთელი - "ქართული ოცნება" საარჩევნო სიას ისევ სპორტსმენებით აკომპლექტებს. თბილისის დელეგატები პრემიერმა დღეს წარადგინა და დაანონსა, რომ ყველა გამსვლელ სიაში იქნება. 

მსგავსი სიახლეები