თუ ხელისუფლებას დავალება ექნება ივანიშვილისგან, რომ დაიჭიროს ოპოზიციის ლიდერები, ის ამას გააკეთებს - კორძაია

23.08.24 19:31
თუ ხელისუფლებას დავალება ექნება ივანიშვილისგან, რომ დაიჭიროს ოპოზიციის ლიდერები, ის ამას გააკეთებს - კორძაია

თუ ბიძინა ვანიშვილი დაავალებს კობახიძეს, შესაძლოა, ოპოზიციის ლიდერების დაკავებების სერია დაიწყოს - ეს განცხადება “პირველებთან“ საუბრისას თამარ კორძაიამ გააკეთა, რომელმაც “ოცნების“ რიგებში წლები გაატარა.

კორძაიას მტკიცებით, “ოცნებისთვის“  უკვე ზღვარი არ არსებობს, მთელი მათი კამპანია აგებულია ზიზღზე, მტრობაზე და განადგურებაზე.

ჩვენ ვხედავთ , რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მანდატების გაუქმებას აანონსებს, მაგრამ თუ მას დავალება ექნება ივანიშვილისგან, რომ დაიჭიროს ოპოზიციის ლიდერები, ის ამას გააკეთებს. მათთვის უკვე ზღვარი არ არსებობს, მთელი მათი კამპანია აგებულია ზიზღზე, მტრობაზე და განადგურებაზე, ეს რუსული კანონიც ამის დასტურია, რომელიც ანადგურებს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციებში, მედიაში და იბრძვიან ამ ქვეყნის მომავლისთვის. ახლა გადავიდნენ უკვე პოლიტიკოსებზე. ირაკლი კობახიძე, რომ პერსონალურად ცუდად დაამთავრებს, ეს არ არის ჩვენთვის შეღავათი, ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანია, არჩევნებზე მივიდეთ და დავიცვათ ჩვენი ხმები“, - განაცხადა კორძაიამა.

 

მსგავსი სიახლეები