ოლიგარქის ახალი გეგმა - არჩევნების მოგების შემთხვევაში, ქვეყანაში მხოლოდ ერთი პარტია იქნება
კომუნისტური წყობილების დაბრუნების გეგმა დაანონსებულია. ოცნება ამომრჩეველს პირდება, რომ არჩევნების მოგების შემთხვევაში ქვეყანაში მხოლოდ ერთი პარტია- ოცნება იქნება, დანარჩენებს კი გაანადგურებენ. ოლიგარქის ახალი გეგმის ახალი ნაწილი დღეს ქვეყნის პრემიერმა გათქვა. რომელი პოლიტიკური ძალაც პარლამენტში მოხვდება, ოცნება ყველას გასამართლებით ემუქრება.
პრემიერი პროცესების წარმართვას სასამართლოში ან პროკურატურაში აანონსებს. დღეს გავიგეთ, რომ ახალი საქმე პროკურატურაში დაიწყება მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ, ახალი საქმე იქნება გახარიას წინააღმდეგაც, რაც მათი მანდატების გაუქმების საფუძველი უნდა გახდეს. პრემიერი პრობლემას ვერ ხედავს, რომ პარლამენტში მარტო ერთი პარტია - ქართული ოცნება იყოს. ეს კი პრაქტიკულად კომუნისტური მმართველობის რეინკარნაციას ნიშნავს, ოღონდ ივანიშვილის ხელით.
ქვეყნის მართვის ახალი და რეპრესიული გეგმა ოცნებისგან - რუსუდან დუმბაძეა პირდაპირ ეთერში
მსგავსი სიახლეები
როგორ ჩამოშალა წვიმამ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის 84 სართულიანი მშენებლობა - ახალი სკანდალი თავდაცვის ექს-მინისტრის გარშემო
კადრებში, რომელიც მოქალაქეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაიღეს, ჩანს, როგორ წყდება მიწის დიდი მასა და მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსსაძირკველი ეცლება.