გარანტირებული ადგილი “ოცნების“ გამსვლელ სიაში - ვინ რჩება ბორტს მიღმა?
რატომ ჩაანაცვლეს “ქართული ოცნების“ გულმხურვალე დეპუტატები სპორტსმენებით. ის ხალხი, ვინც წინა არჩევნებზე მმართველ პარტიას თბილისის რაიონებში მაჟორიტარებად წარმოადგენდა, დედაქალაქიდან გაწიეს. მათ შორის კახი კახიშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან კობიაშვილი. მათ ნაცვლად დღეს პრემიერმა ნახევრად სპორტული შემადგენლობა დაასახელა, ვისაც გამსვლელ სიაში ადგილი გარანტირებული აქვთ. დარჩნენ თუ არა ძველი მაჟორიტარები ბორტს მიღმა - ფაქტია, რომ 30 ადგილი “ოცნების“ საპარლამენტო სიის სათავეში უკვე შევსებულია.
ჯერ კიდევ მოქმედი მაჟორიტარების ნაცვლად ძიუდოისტი, ფეხბურთელი, რაგბისტი და წყალბურთელი. კობახიძემ 7 მაჟორიტარი ჩაანაცვლა. როგორც ჩანს მოქმედი დეპუტატების იმედი, გადამწყვეტ არჩევნებზე მმართველ პარტიას აღარ აქვს. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - თბილისის დელეგატების დასახელებას თბილისის მერი არ ესწრებოდა. კობახიძის გვერდით დგომას და ახალი სახელების წარდგენას კალაძემ გზების დათვალიერება არჩია.
დეტალები, ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
როგორ ჩამოშალა წვიმამ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის 84 სართულიანი მშენებლობა - ახალი სკანდალი თავდაცვის ექს-მინისტრის გარშემო
კადრებში, რომელიც მოქალაქეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაიღეს, ჩანს, როგორ წყდება მიწის დიდი მასა და მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსსაძირკველი ეცლება.