ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის სვლა - ვიქტორ ყიფიანი “ძლიერი საქართველოს“ პარტნიორი ხდება
ოლიგარქის ყოფილი ადვოკატი “ძლიერი საქართველოს“ პარტნიორი ხდება. ვიქტორ ყიფიანი, რომელიც წლების განმავლობაში ივანიშვილის უფლებებს გახმაურებულ საქმეებში იცავდა, ოლიგარქის ოპონენტ კოალიციასთან აქტიურ თანამშრომლობას იწყებს. პირველი განაცხადი გაკეთებულია. ყიფიანის კომპანია ჯეო-ქეისი და ძლიერი საქართველოო ერთობლივად იმუშავებენ იმ პროგრამაზე, რომელიც კოალიციის მთავარი სამოქმედო გეგმა იქნება არჩევების შემდეგ. მიზანს სჭირდება კომპეტენტური ხალხი - ასე ახასიათებენ ყიფიანს კოალიციის ლიდერები.
კომპეტენტური ხალხი სჭირდება სახელმწიფო უწყებებსაც, ამიტომ დღევანდელი შეხვედრიდან გზავნილი კოალიციის ლიდერისგან საჯარო მოხელეებმა მიიღეს. მამუკა ხაზარაძე სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულებს ჰპირდება, რომ არც ერთი კეთილსინდისიერი მოხელე სამსახურს არ დაკარგავს. კოალიციის ლიდერი არ მალავს, რომ საჯარო მოხელეები უკვე აქტიურად ხაზზე არიან ძლიერ საქართველოსთან და 26 ოქტომბრის შემდეგ ყველა ცვლილებებს ელოდება.
დეტალები, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
როგორ ჩამოშალა წვიმამ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის 84 სართულიანი მშენებლობა - ახალი სკანდალი თავდაცვის ექს-მინისტრის გარშემო
კადრებში, რომელიც მოქალაქეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაიღეს, ჩანს, როგორ წყდება მიწის დიდი მასა და მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსსაძირკველი ეცლება.