ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა გისურვოთ ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა - საქართველოს პრეზიდენტი
მინდა გისურვოთ ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, - ასე ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს.
მიმართვაში პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის და უკრაინელების მიმართ.
„ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით მინდა მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე!
მინდა გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო მიზანია - თქვენი ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, თქვენი ქვეყნის სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ესაა ჩემი სურვილი თქვენი ქვეყნისათვის, ესაა ჩემი სურვილი ჩემი ქვეყნისათვის და ესაა ჩემი სურვილი ორივე ქვეყნის ევროპული მომავლისათვის!“ - აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.