სახურავის გარეშე დარჩენილი სახლები და დასეტყვილი ვენახები - ახმეტის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს ითვლიან
ახმეტის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს ითვლიან.
პირველადი ინფორმაციით, სახურავის გარეშე დარჩა 20-მდე სახლი, დასეტყვილია ვენახების ნაწილი და სასოფლო სამეურნეო სავარგულები. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ კუწახტაში სტიქიის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა. ბავშვს უამინდობის გამო დაზიანებული სახლის ნაწილი დაეცა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ადგილობრივები ჰყვებიან, რომ უამინდობა რამდენიმე წუთი გრძელდებოდა, რამაც ისინი მოსავლის გარეშე დატოვა.
გუშინდელმა ქარმა, ახმეტაში მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები და ელექტროენერგიის ბოძებიც. ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება მოსახლეობის ნაწილს.
ახმეტის მერის ალექსი ფიცხელაურის თქმით, ინფრასტრუქტურული ზარალის დათვლა უკვე დაიწყეს.