მამუკა ხაზარაძე ბაკურიანში საზაფხულო ბანაკის წევრებს შეხვდა
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბაკურიანში დღეს საზაფხულო ბანაკის წევრებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ახალგარდების და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები იყო.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დამსწრეებს სამოქალაქო აქტივიზმის თემაზე ესაუბრა.
ხაზარაძემ "პოლიტიკოს" სკანდალურ სტატიაზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ საქართველოს "ჩრდილო კორეულობა არ გამოვა", რადგან, მისი განცხადებით, 26 ოქტომბერს "ოცნებას" ხელისუფლებიდან წავა.
"ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ახალგაზრდებთან ბაკურიანში. წარმოდგენილი არიან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, კურსდამთავრებულები. ამ ძალას, ამ თავისუფლებას ვერაფერი ვერ გააჩერებს და ეს თავისუფლება არის ის, რაც ჩვენ გაგვაერთიანებს თავისუფალ სამყაროსთან. ჩვენს ქვეყანას აგვაშენებინებს და ძალიან სწრაფად დავგდებით ფეხზე. რაც ყველაზე მთავარია 26 ოქტომბერს გავისტუმრებთ რუსულ მთავრობას "ოცნების" და ივანიშვილის მეთაურობით. საქართველოს ჩრდილო კორეულობა არ გამოვა არანაირად, რადგან საქართველო თავისუფალი ხალხის ქვეყანაა"", - განაცხადა მამუკა ხაზრაძემ.
"ჯენზი ევროპისთვის" უკვე ორი თვეა ბაკურიანში საზაფხულო ბანაკს მასპინძლობს.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.