ივანიშვილის სახლთან პოლიციაა მობილიზებული - ჭორვილაში დაპირისპირებაა

24.08.24 17:15
ივანიშვილის სახლთან პოლიციაა მობილიზებული - ჭორვილაში დაპირისპირებაა

 

ბიძინა ივანიშვილის სახლთან საჩხრეში ამ წუთებში, პოლიციაა მობილიზებული. სოფელ ჭორვილას შესასვლელში მობილიზებულმა პირებმა, სამართალდამცავებთან ერთად, სოფელ შუქრუთის მოსახლეობას სოფელში შესვლის და ივანიშვილის სახლთან მისვლის საშუალება არ მისცეს, რასაც ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა.

სამართალდამცველებს ოლიგარქის საცხოვრებელთან მისასვლელი გზა ჩაკეტილი აქვთ. ისინი მედიის წარმომადგენლებს ივანიშვილის სახლთან მობილიზებული პოლიციელების გადაღების საშუალებას არ აძლევენ და კამერის დალეწვით ემუქრებიან.

სოფელ ჭორვილაში ჭიათურის მოსახლეობაა ჩასული და "ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან ან მის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა მათ ივანიშვილის სახლთან მისვლის შესაძლებლობა ამ დრომდე არ ეძლევათ.

რადგან ივანიშვილის წარმოადგენს სახელმწიფოს, მივდიოდით, რომ მისთვის ხმა მიგვეწვდინა, ბიძინა ივანიშვილმა კი გამოგვიგზავნა დაგეშილი მონები. ეს ხალხი არ გავძლევს იმის საშუალებას, რომ წავიდეთ და აქცია ჩავატაროთ. არავინ არ მიდის იქ, რომ ომი მოაწყოს, უბრალოდ აქციის მოწყობა გვინდა", - ამბობს ჭიათურიდან ჩასული მოსახლეობა.

ივანიშვილის სოფელში აქციის გასამართად ის ხალხია მისული, რომელთა თქმითაც, "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობის გამო სახლები დაებზარა და დაენგრა.

სოფელ შუქრუთის მოსახლეობა 165 დღეა კომპანია GM-ისგან დანგრეული სახლებისა და განადგურებული გარემოსთვის სამართლიან კომპენსაციას მოითხოვს. 

 

მსგავსი სიახლეები