უკრაინის დამოუკიდებლობის დღე - საქართველოში დღეს მსვლელობა გაიმართება

24.08.24 17:34
უკრაინის დამოუკიდებლობის დღე - საქართველოში დღეს მსვლელობა გაიმართება

უკრაინის დამოუკიდებლობის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში მოქალაქეები მსვლელობას შვიდ საათზე გეგმავენ. საზეიმო მსვლელობა სტარტს შევჩენკოს ძეგლიდან აიღებს და საქართველოს პარლამენტის შენობასთან დასრულდება. უკრაინელები ახლა რუსთაველზე უკრაინულ სახლში არიან შეკრებილი. სტუმრებს საკვებით უმასპინძლდებიან და უკრაინულ კულტურას აცნობენ.

ჩვენ ვერთიანდებით უკრაინელებისთვის აქ ქართულ მიწაზე, ვუმასპინძლდებით სახლში გაკეთებული საკვებით. ვახსენებთ ამით რომ ძალიან მალე უკრაინულ სახლში ლიტერატურული ყავის სახლი გაიხსნება .ჩვენ ვასწავლით ასევე უკრაინულ ენას ადამიანებს უკრაინის სიყვარულით", - ამბობს საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქე.

მსგავსი სიახლეები