გიორგი გახარიამ გურიაში მერობის კანდიდატი წარადგინა

05.08.21 15:20
გიორგი გახარიამ გურიაში  მერობის კანდიდატი წარადგინა

გიორგი გახარიამ გურიაში  მერობის კანდიდატი წარადგინა. გია ცეცხლაძე თვითმართველობის  არჩევნებზე პარტია „საქართველოსთვის“ სახელით იბრძოლებს. მისი კანდიდატურა შეკრებილებს ექსპრემიერმა წარუდგინა. 

გიორგი გახარიამ მცირე კომენტარი  წინასაარჩევნოდ რეგიონებში მოსახლეობის დაშინებაზეც გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლება უბრალო ადამიანებთან მიდის და  მათ სამსახურიდან გაშვებით ემუქრება, თუკი არჩევნებზე ხმას მათ სასარგებლოდ არ მისცემენ. 

აბობენ, რომ ის, რაც ხდებობდა 2012 წელს, ზუსტად იგივეს იმეორებს დღეს პარტიული ბოსების მიერ მართული ხელისუფლება. რატომ? უბრალოდ, ეს შიშია. როგორ დონემდე მიდიან, იცით? ექიმს სოფლის, მეხანძრეს, უბრალოდ ადამიანებს, რომლებსაც მინიმალური ხელფასი აქვთ, იმის გამო, რომ ფეისბუქზე სიმპათია გამოხატს, მიდიან და ემუქრებიან სამსახურიდან გაგდებით, ან მათო ოჯახის წევრების სამსახურიდან გაგდებით. სხვთაშორის, აშინებენ და სამსახურიდან აგდებენ იგივე ხალხს, რომლესაც ამას უკეთებდნენ 2012 წელს, - ამბობს გიორგი გახარია.