ხელისუფლებამ იქამდე მიიყვანა საქმე, რომ სასამართლოს ნდობის პრობლემაა - გიორგი გახარია
ევროკომისიის რეკომენდაციებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ ექსპრემიერი გიორგი გახარია ეხმიანება. გახარია პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში სასამართლოს სისტემის მიმართ უნდობლობაა და ამაზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნებაა“.
იქ ბევრ რამეზეა საუბარი, მათ შორის სასამართლოპზეც. ასევე, სამართლიანობისთის უდნა ვთქვათ, რომ იქ გარკვეული პოზიტივიც არის ასახეული ამ დასკვნაში. ჩემთვის მთავარი არის ის, რომ ხელისუფლებამ იქამდე მიიყვანა საქმე, რომ სასამართლოს ნდობის პრობლემაა არა მხოლოდ ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან, არამედ საქართველოს მოქალაქეების მხრიდანაც. ამიტომ არის საჭირო სისტემური რეფორმის გაგრძელება, - ამბობს გიორგიი გახარია.