კოალიცია "ცვლილებისთვის" ოფისი ადიგენშიც გაიხსნა
კოალიცია "ცვლილებებისთვის" რეგიონული ოფისების გახსნას განაგრძობს - დღეიდან გვარამია, მელია, "გირჩი", "დროას" ერთობას ახალი პოლიტიკური შტაბი ადიგენშიც ექნება.
ადიგენში ჩასული პოლიტიკური ლიდერები ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ და მათი პრობლემების შესახებ პირადად მოისმინეს. ოპოზიციურ კოალიაციაში ამბობენ, რომ უკეთესი ცხოვრებისთვის საჭიროა, მაქსიმალურად მეტი მოქალაქე მივიდეს არჩევნებზე, რათა რუსული კანონის მიმღებმა ხელისუფლებამ მართვის სადავეები დაკარგოს.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერები დღეს სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით სხვა ოფისებსაც გახსნიან.
"კოალიცია ცვლილებისთვის" საარჩევნო შტაბი ადიგენშიც გაიხსნა. რა თქმა უნდა, გამონაკლისის გარეშე ადიგენშიც ვიბრძოლებთ წარმატებისთვის. "კოალიცია ცვლილებისთვის", #4 ითამაშებს გადამწყვეტ როლს საერთო ოპოზიციური და ხალხის გამარჯვებისთვის. ფეოდალური წყობა ამ მხარეში უნდა დამარცხდეს ერთხელ და სამუდამოდ. ვერავინ ვერასოდეს უნდა გაბედოს, რომ ადიგენი დაისაკუთროს. მთელი საქართველო ფეხზე დადგება 26 ოქტომბერს," - განაცხადა ნიკა მელიამ.