რიკოთის მონაკვეთს აქვს საინჟინრო ხარვეზები, სადამდეც კორუფციულმა მიდგომებმა მიგვიყვანეს - დათუნაშვილი

25.08.24 15:35
რიკოთის მონაკვეთს აქვს საინჟინრო ხარვეზები, სადამდეც კორუფციულმა მიდგომებმა მიგვიყვანეს - დათუნაშვილი

ვინ არის პასუხისმგებელი რიკოთზე შექმნილი ვითარების გამო? - ოპოზიცია პასუხებს ითხოვს, თუ როგორ ვერ მოხერხდა აქამდე, რომ მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძზე გამოწვევები აღმოიფხვრას და წვიმა დაუძლეველ პრობლემად აღარ იქცეს.

კოალიცია "ძლიერ საქართველოში" ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ მთავარი შეცდომა მაშინ დაუშვა, როდესაც ჩინურ კომპანიას ნდობა გამოუცხადა და უღელტეხილი ნაკლები კვალიფიკაციის მქონე კომპანიას ჩააბარა.

მთელი რიკოთის მონაკვეთს აქვს საინჟინრო ხარვეზები. კორუფციულმა მიდგომებმა მიგვიყვანეს იქამდე, რომ დღეს ნორმად არის ქცეული, რომ ყველა ნალექზე ეს გზა ხდება გაუვალი, დგება საშიშროება, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიძლება, შეიწიროს ამ ამბავმა. ეს შეუძლებელია, ნორმად მივიღოთ. ეს ნორმმა არ არის. ის კომპანიები, რომლებიც იქ ოპერირებენ, პასუხისმგებლები არიან ამაზე და რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც იქცა საქართველოს მთავარ კორუფციულ შავ ხვრელად", - ამბობს თაზო დათუნაშვილი. 

მსგავსი სიახლეები