აჭარას 10 მილიარდიანი საინვესტიციო ფონდი სჭირდება, რაზეც ზრუნვა არჩევნების შემდეგ უნდა დავიწყოთ - ნარმანია

25.08.24 16:19
აჭარას 10 მილიარდიანი საინვესტიციო ფონდი სჭირდება, რაზეც ზრუნვა არჩევნების შემდეგ უნდა დავიწყოთ - ნარმანია

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა ბათუმის ბულვარში მოსახლეობას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წიგნთან ერთად, საინფორმაციო ბროშურებიც დაურიგეს, სადაც ბათუმის ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმაზეა საუბარი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილის, იგორ ნარმანიას განცხადებით ქვეყანამ 26 ოქტომბრის შემდეგ უნდა დაიწყოს საინვესტიციო ფონდის შევსება და მოძიება, ასევე  ევროპელ ინვესტორებთან მუშაობა, რადგან აჭარას სჭირდება 10 მილიარდიანი საინვესტიციო ფონდი და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები სჭირდება.

აჭარას სჭირდება სრული ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში: პირიქით, ჩვენ ვხედავთ დახურულ პროექტებს. აჭარას სჭირდება 10 მილიარდიანი საინვესტიციო ფონდი, მაღალანაზღაურებადი სამუაო ადგილებისა და ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს მისაღებად, ასევე, აჭარაში, მინიმუმ, 5 მილიონი ტურისტი უნდა გვყავდეს ყოველწლიურად, რასაც ხალხს ჰპირდება "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა", რადგან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პირობებში ჩვენ გვინახავს განვითარებული აჭარა, რომელიც დღეს, ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში იქცა კორუფციის ბუდედ და, შესაბამისად, აღარ გვაქვს განვითარების სხვადასხვა ეტაპები. შესაბამისად, 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ უნდა დავიწყოთ საინვესტიციო ფონდის შევსება და მოძიება, ასევე უნდა დავიწყოთ ევროპელ ინვესტორებთან მუშაობა, რათა ბათუმი განვითარდეს და აქ იყოს, მათ შორის, "როიალ კარიბიანის" საკრუიზო პორტი, ასევე, უნდა გავიხსენოთ "ტრამპ თაუერი", რომელსაც, ისევე როგორც სხვა ინვესტიციებს, ბიძინა ივანიშვილმა უთხრა უარი", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ნარმანიამ ბათუმის ბულვარში, ფლაერებისა და მესამე პრეზიდენტის წიგნის დარიგების დროს.

მსგავსი სიახლეები