ვინც კი დამტვრეული ქართულით სამი სიტყვის გადაბმა შეძლო, ხალხის სახელით გველაპარაკება - პაპუაშვილი პარტნიორებზე

25.08.24 18:27
ვინც კი დამტვრეული ქართულით სამი სიტყვის გადაბმა შეძლო, ხალხის სახელით გველაპარაკება - პაპუაშვილი პარტნიორებზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სტრატეგიულ პარტნიორებს უპირისპირდება - რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი საერთაშორისო პარტნიორებს თავს ესხმის და აცხადებს, რომ "ვინც კი დამტვრეული ქართულით სამი სიტყვის გადაბმა შეძლო, ხალხის სახელით გველაპარაკება, რასაც მეგობრობასთან საერთო არაფერი აქვს".

ამბროლაურში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს შალვა პაპუაშვილმა პარალელი საქართველოს ისტორიიდან მოიყვანა და თქვამ, რომ როგორც ახალა, ასევე საუკუნეების წინ "ზოგს სტუმართმოყვარეობა ფეხქვეშ გაგება ჰგონებია და მეგობრობა მორჩილება".

ჩვენს ხანგრძლივ ისტორიაში ისიც გვინახავს, რომ ზოგს ჩვენი სტუმართმოყვარეობა ფეხქვეშ გაგება ჰგონებია, მეგობრობა კი - მორჩილება. ბევრს მოუსურვებია ჩვენი მართვა პიტიახშებით, მარზპანებით, მთავარმართებლებით თუ მეორე მდივნებით.

დღესაც ვხედავთ, რომ ზოგიერთმა, ვინც ოჯახში მეგობრად მივიღეთ, ჩვენი ცხოვრების მართვა და განკარგვა მოინდომა. ვინც კი ორი სადღეგრძელო მოისმინა და დამტვრეული ქართულით სამი სიტყვის გადაბმა შეძლო, თავი ლამის ჩვენზე დიდ ქართველად მოაქვს და ხალხის სახელით გველაპარაკება. ამას არაფერი აქვს საერთო არც მეგობრობასთან, არც დემოკრატიასთან და არც ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემასთან.

ამიტომ არის 26 ოქტომბერი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმი, რომელზეც ქართველმა ხალხმა იმდენად მძლავრად უნდა თქვას, რომ ირჩევს მშვიდობას და არა ომს, ოჯახურ ღირებულებებს და არა ლგბტ პროპაგანდას, სარწმუნოების პატივისცემას და არა ეკლესიის გმობას, რომ ვერავინ ვეღარასოდეს გაბედოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ქართველი ხალხის სახელით საუბარი", - ამბობს პაპუაშვილი.

მსგავსი სიახლეები