ზურაბიშვილის ბოლო განცხადება იყო აბსოლიტურად ადეკვატური - გახარია
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ ზურაბიშვილის კრიტიკა მმართველი გუნდის მიმართ ობეიქტურად შეაფასა. ექსპრემერმა თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება მოეწონა.
სალომე ზურაბიშვილის ბოლო განცხადება იყო აბსოლიტურად ადეკვატური განცხადება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, როგორც პოლიტიკური შეფასებები, ასევე სამომავლოდ მისი მოწოდება, რომ არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, გამჭირვალე და დემოკრატიული ეს არის ის რასაც ჩვენგან საერთაშორისო პარტნიორები მოელიან", - ამბობს გახარია.
სალომე ზურაბიშვილი "ოცნების" მიერ მიშელის დოკუმენტის ანულირების ფაქტს გაემიჯნა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.
მსგავსი სიახლეები
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე განმარტავს, რა პრინციპით გააგრძელებს მუშაობას
"გასაგებია, რომ საქმე პოლიტიკური საქმიანობების და პოლიტიკური პროცესების შეფასებას ეხება, მაგრამ მუშაობას გავაგრძელებთ პრინციპით, რომ მხარეებმა პოზიციები მაქსიმალურად კორექტულად წარმოადგინოს!"- თქვა ნადარაიამ