ვხედავთ, გაერთიანებული ძალებით ოპოზიცია, პრეზიდენტი და "ენჯეოები" როგორ ებრძვიან დემოკრატიას - პაპუაშვილი

25.08.24 19:45
ვხედავთ, გაერთიანებული ძალებით ოპოზიცია, პრეზიდენტი და "ენჯეოები" როგორ ებრძვიან დემოკრატიას - პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს იერიში ხელისუფლების ოპონენტებზე მიაქვს - შალვა პაპუაშვილი მედიასთან საუბრის დროს ამტკიცებს, რომ "გაერთიანებული ძალებით ოპოზიცია, პრეზიდენტი და "ენჯეოები" დემოკრატიასა გამჭვირვალობას ებრძვიან.

"ქართული ოცნების" წარმომადგენელი ირწმუნება, რომ მესამე სექტორში კორუფცია ყვავის და ამას საზოგადოება უახლოეს მომავალში დაინახავს.

ვხედავთ, გაერთიანებული ძალებით ოპოზიცია, პრეზიდენტი და „ენჯეოები“ როგორ ებრძვიან დემოკრატიას და მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს - გამჭვირვალობას. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ სურთ გაასაჯაროონ საკუთარი ფინანსები. საბოლოოდ, სადამდე მივდივართ? ის ფინანსები, რომელიც დაფარულია, არ უნდათ, რომ საჯარო გახდეს. რა უშლით ხელს? კი ბატონო, დავივიწყოთ კანონი და რეესტრი, თავად, საკუთარი ინიციატივით ამდენი პერიპეტიების შემდეგ, რატომ არ ამბობს არცერთი დონორი და „ენჯეო“ მზად არის ნებაყოფლობით გაასაჯაროოს ფინანსები?! რა უშლით ხელს ამაში, თუ თავად ამბობენ, რომ გამჭვირვალობა კარგია და რეესტრი არ მოსწონთ. აქ არის დაფარული მთავარი საკითხი - მათ პრობლემა არათუ კანონსა და რეესტრთან აქვთ, პრობლემა აქვთ ის, რომ გასაჯაროვდება ფინანსები, ხალხი დაინახავს, სინამდვილეში სად მიდის ეს ფული. ეს ფული მიდის ეკლესიის საწინააღმდეგო პროპაგანდაში, ეს ფული მიდის ლგბტ პროპაგანდაში, ძალადობრივ ორგანიზაციებში. დაინახავს საზოგადოება, რომ სინამდვილეში დიდი ალბათობით, მათ შორის „ენჯეო“ სექტორში არის კორუფცია, როდესაც ერთი და იგივე სახეები არიან დაკონტრაქტებული სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან. ფაქტობრივად, შექმნილია ერთი „ენჯეო“ ექსპერტების კლანი, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციებს გადის, ერთი და იგივე ხალხია ამ ყველაფრის მონაწილე. კორუფციის ნიშნებია, როდესაც ერთი ერთი ორგანიზაცია მეორე ორგანიზაციის წარმომადგენელს აკონტრაქტებს, შემდეგ იგივე ორგანიზაცია ამ ორგანიზაციის წარმომადგენელს", - ამბობს პაპუაშვილი.

მსგავსი სიახლეები