არც ერთი ახალი დაპირება ოპოზიციის გაუქმების გარდა - რაჭაში ჩასულ ოლიგარქს ხალხისთვის სათქმელი მეტი არაფერი ჰქონდა
არც ერთი ახალი დაპირება ოპოზიციის გაუქმების გარდა - რაჭაში ჩასულ ოლიგარქს ხალხისთვის სათქმელი მეტი არაფერი ჰქონდა. ბიძინა ივანიშვილი არ ამბობს, როგორ დაამარცხებს მისი გუნდი ქვეყანაში გამეფებულ კორუფციას, როგორ გახდიან ქართულ სასამართლოს თავისუფალს.
მოსახლეობას აღარც პენსიებს პირდებიან, აღარც გზების დაგებას და არც ქარხნების აშენებას. ერთადერთი, რაც "ქართულ ოცნებას" ამოძრავებს კომუნისტური მეთოდებით პოლიტიკური ველიდიან კონკურენტების გაქრობაა.
ოლიგარქი რაჭაშიც ტყვიაგაუმტარი აკვარიუმით ჩავიდა, თუმცა ამჯერად, უჟანგავი ფოლადის ბადე სცენის ბოლომფდე იყო აჭიმული. ერთ მხარეს "ოცნების" სხვა ლიდერები დადგნენ, მეორე მხარეს კი მოძრავ აკვარიუმში ბიძინა ივანიშვილი იდგა.
ტრიბუნა სხვებსაც ჰქონდათ, თუმცა გამოიყენეს ისევ პარტნიორებზე ახალი თავდასხმებისთვის. სხვებს მეგობრობა და დემოკრატია დაუწუნეს, თავად კი ტაში დიქტატურის დამყარების ანონს დაუკრეს. და მაინც, ივანიშვილის ხელის ჩამორთმევა დღესააც მხოლოდ კობახიძემ დაიმსახურა.
პირდაპირ ეთერში ლიზა ლასარეიშვილი გვიერთდება.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.